თამარ გაბუნიას განცხადებით დამატებით 700-მდე საწოლია მობილიზებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ტენდენცია გამოვლინდა, დამატებით 700-მდე საწოლი მობილიზდა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, შაბათ-კვირის განმავლობაში მობილიზებული საწოლ-ფონდის რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა.

„ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე, რადგან როგორც მოსალოდნელი იყო, აღინიშნა შემთხვევების გარკვეული მატება მობილობის გაზრდასთან ერთად. ჯანდაცვის სექტორის მომზადება მთავარი პრიორიტეტი იყო ჯანდაცვის სამინისტროსთვის გასული ზაფხულის პერიოდში. როდესაც საუბარია ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა საწოლფონდზე ვსაუბრობთ და რამდენი საწოლია მობილიზებული იმისთვის, რომ კოვიდ ინფიცირებული პაციენტები მიიღოს. მოდელი, რომელიც ჰოსპიტალური მართვისთვის გამოვიყენეთ, პირველი დღიდან იყო კოვიდ კლინიკებისა და „ცხელების კლინიკების“ მობილიზება, სადაც ფასდებოდა ცხელების შემთხვევები, ხდებოდა დიაგნოსტირება და მათი კოვიდ კლინიკებში გადამისამართება. ეს მოდელი ისევ ძალაშია. მთავარია, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ფასდებიან, როგორც კოვიდ ან ცხელების კლინიკა. პარასკევს, მას შემდეგ, რაც გარკვეუწილად შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიხატა, დამატებით მობილიზდა 700-მდე საწოლი ისე, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში მობილიზებული საწოლ-ფონდის რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა“,-განაცხადა გაბუნიამ.

ოზურგეთში, დაბა ლაითურში COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა. მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ. ადგილობრივის მოსახლეობისთვის...

ზვიად კუპრავა ამბობს, რომ მისი შტაბის წევრს თავს დაესხნენ

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ფეისბუქზე წერს, რომ მისი შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს...

მეცნიერები: გენი, რომელიც ადამიანის ჰომოსექსუალობას განსაზღვრავს არ არსებობს

ნახევარ მილიონამდე ადამიანის გენეტიკური ანალიზის შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული...

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, მესანთლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, მესანთლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა,...

მინსკში ტაქსის მძღოლი სპეცრაზმელების მოთხოვნას არ დაემორჩილა და აქციის მონაწილე დაკავებას გადაარჩინა – ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც სპეცრაზმელები მისდევენ, ტაქსიში...

საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს – სალომე ზურაბიშვილი

"საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე...

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებენ

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ,  ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და...

ტაქსებში შესაძლოა, 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნას – მეზვრიშვილის განმარტება

შესაძლოა, ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო