“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, თბილისის მერიამ რეკლამაში 705 675 ლარი დახარჯა.
მათი თქმით, სარეკლამო ხარჯები 3 ნაწილად იყოფა – საინფორმაციო ვიდეორგოლების სატელევიზიო ეთერში განთავსება, Facebook-ში განთავსებული პოსტების რეკლამის მომსახურება და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურება.
“თვითმართველობის ორგანოს 2020 წელს სარეკლამო მომსახურებაში ყველაზე მეტი – 381 392 ლარი ტელეკომპანია “იმედისთვის” აქვს გადახდილი. მას 191 620 ლარით მოსდევს ტელეკომპანია “რუსთავი 2”. სარეკლამო მომსახურებისთვის 43 404 ლარი აქვს მიღებული ტელეკომპანია “პირველს”, ხოლო ტელეკომპანია “მაესტროს” – 6 172 ლარი.
აღსანიშნავია, რომ “იმედმა” ამ მომსახურებისთის 2019 წელსაც ყველაზე მეტი – 388 210 ლარი მიიღო”,– აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.
გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, Facebook-ის სარეკლამო მომსახურებაში მერიამ 2020 წელს 58 117 ლარი დახარჯა, ხოლო საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებაში – 24 970 ლარი.