“თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ თანამშრომლების დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად მცდარია პროკურატურის ბრალდება, თითქოს თაღლითური გზით, უსაფუძვლოდ განხორციელდა პაციენტის ოჯახის წევრების დარწმუნება, იტალიელი ექიმების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

ეს ფაქტი სავსებით არ შეესაბამება რეალობას, ჩვენი კლინიკა ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიის ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებთან რობერტო აგაცისთან და რობერტო ნანისთან და მათი მეთვალყურეობის ქვეშ და ჩვენი სამედიცინო გუნდის ჩართულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში 98 პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ეს იყო ზუსტად ის, რისთვისაც პაციენტმა მიმართა საავადმყოფოსა და ასევე იტალიელ სპეციალისტებს.

მოცემულ შემთხვევაშიც დასტურდება იტალიელი ექიმების ჩართულობა. კერძოდ, პაციენტ ნ.ც-ს, სიმსივნური წარმონაქმნის აბლაციის მიზნით, ქართველ-იტალიელ ექიმთა ჯგუფის მიერ წარმატებული ოპერაცია, პირველად ჩაუტარდა 2018 წლის 18 სექტემბერს. ოპერაციას მეთვალყურეობდა და ზედამხედველობდა ცნობილი იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი. მოცემული ოპერაციის დადებით შედეგებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პაციენტს მნიშვნელოვნად მოეხსნა პათოლოგიით გამოწვეული ჩივილები.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, პაციენტმა კვლავ იგრძნო დისკომფორტი, იტალიელ ექიმებთან განმეორებითი კონსულტაციის შედეგად და მისი მოთხოვნით, 2018 წლის 11 ნოემბერს დაიგეგმა ხელმეორე ოპერაცია. ოპერაციის დაწყებისას, ანესთეზიოლოგის მიერ პაციენტის ანესთეზიის პროცესში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად, იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა, ქირურგიული ჩარევის მაგივრად საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები.

ასევე, უსაფუძვლო და მცდარია პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვით, დაკავებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია მოცემული სერვისის ჩასატარებლად. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგ ყიფიანი გახლავთ ცნობილი, რა თქმა უნდა, ლიცენზირებული ექიმი, ინტერვენციული რადიოლოგიის დარგში, 15 წელზე მეტი სტაჟით. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში მის მიერ 2000-მდე გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა. აღნიშნული მანიპულაციაც წარმოადგენდა ინტერვეციულ-რადიოლოგიურ ჩარევას, ვინაიდან პროცედურის დასაწყისშივე გართულდა პაციენტის მდგომარეობა და არ განხორციელებულა ქირურგიული ჩარევა, ნათელია, რომ ვახტანგ ყიფიანის ქმედებები ვერ გახდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების საფუძველი.

პროკურატურის განცხადებით ოპერაციის დროს, დაკავებულმა ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა „დაიხმარა“ ექიმი მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. ეს განცხადება, როგორც სხვა დანარჩენი, მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას. პირველ რიგში, ტერმინი „დაიხმარა“ არის მცდარი და არ შეესაბამება სამედიცინო პროცესის მიმდინარეობას. მაგდა ხოჭოლავა წარმოადგენს ექიმ-ანესთეზიოლოგს, რომელიც პაციენტის საოპერაციო დარბაზში შეყვანის შემდგომ უზრუნველყოფს პაციენტის დაძინებას (ანესთეზიას)და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ოპერაცია. ეს არ არის დახმარება ორ ექიმს შორის, ეს არის დამოუკიდებელი სამედიცინო პროცესი.

უნდა აღინიშნოს, რომ მაგდა ხოჭოლავა არის მოქმედი ანესთეზიოლოგი, რომელსაც გააჩნია, იტალიაში შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია, რომელიც ადასტურებს, მის კომპეტენციებს. ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, იტალია შესულია იმ ქვეყანათა ნუსხაში, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით, მის მფლობელს აქვს უფლება, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე. მაგდა ხოჭოლავას კომპეტენციაზე მეტყველებს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში (შესაბამისი სერტიფიკატის საფუძველზე), ასევე ქვეყნის გარეთ, კერძოდ, იტალიაში.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მცდარია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს მაგდა ხოჭოლავა თავს არიდებს გამოძიებასთან ურთიერთობას და მან, სპეციალურად ამ მიზნით დატოვა ქვეყანა. რეალურად მაგდა ხოჭოლავა ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიაში, სადაც დღემდე ეწევა აქტიურ სამედიცინო საქმიანობას, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. აღნიშნული დეტალი, სრულებით ცვლის პროკურატურის მიერ დაყენებულ ბრალდებებს არალიცენზირებული საქმიანობის გაწევასა და ქვეყნიდან „გაქცევის“ თაობაზე.

ასევე, აბსურდულად მიგვაჩნია, პროკურატურის განცხადება, რომ კლინიკის დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა და დაუდევრად მოეკიდა პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. პაციენტს სრული სამედიცინო პროცედურების დაცვით ჩაუტარდა და დღემდე უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო პროცედურა და ამ საკითხთან დაკავშირებით დირექტორის მიერ ამ ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა სრული კომუნიკაცია პაციენტის კანონიერ წარმომადგენელთან.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ორგანოების მიერ გამოძიება მიმდინარეობდა თითქმის 2 წლის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში, საქმესთან ყველა დაკავშირებული პირი, აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, სამედიცინო დაწესებულების ინტერესში შედის, სასამართლოს გზით დადგინდეს სრული ჭეშმარიტება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მიუღებლად მიგვაჩნია ამ მოცემულობაში ექიმების მოულოდნელი დაკავება და მთელი რიგი უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება.

იმედი გვაქვს ჩვენი გუნდის წევრები ძალიან მალე გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები -ზურაბ ჯაფარიძე

"არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები"-  "გირჩის"  ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე...

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. იგი თავდაპირველად მკურნალობას კოვიდ-სასტუმროში გადიოდა. მას...

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და...

ბოლო შობა პირველი ლედის სტატუსით–ნახეთ როგორ მორთო საშობაოდ თეთრი სახლი მელანია ტრამპმა(ვიდეო)

დონალდ ტრამპის ოჯახი თეთრ სახლში ბოლო შობას აღნიშნავს. მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ უკვე...

ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით...

ჯო ბაიდენმა ფეხი მოიტეხა

თეთრი სახლის ბინადრებს შორის ხშირად იყვნენ ამერიკის პირველი ოჯახის ძაღლები, რაც შეერთებული შტატების ლიდერის...

ქუთაისის კლინიკიდან დაკარგული 77 წლის მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტის ცხედარი კლინიკასთან...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო