თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტს ოპერაცია ულიცენზიო ექიმებმა გაუკეთეს, ის კომაშია – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, “თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ორჯერ ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს, რის გამოც ის 2018 წლის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაშია.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა – შპს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია.

პაციენტი – ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია, შპს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა”,– აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. უკვე დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად.

„ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ – პაპუაშვილი...

"ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც...

აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები – მდინარაძე აქციაზე

"აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები"- განაცხადა ''ქართული ოცნების'' ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა...

დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე – სერგო ჩიხლაძე

"დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან...

მელიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მერია წვევამდელების ჯარში გაწვევაზე უარს იტყვის

ენმ-ის თავჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში,...

საქართველოში კორონავირუსის 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული...

მიშას უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს, კიევში აბრუნებენ – კაპანაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი...

“იმიჯს ნუ შეილახავთ” – ხახალეიშვილი პაატა ბურჭულაძეს

"გუშინ რომ მუსიკალურ სასწავლებლებში ბრძანდებოდნენ, ვინმემ დაუშალა? არა ბატონო, მიბრძანდით და გაეცანით, არავინ არაფერს...

ნუ შიმშილობს, ჭამოს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია, რას აპროტესტებს? – მაჭარაშვილი სააკაშვილზე

"ჩვენ გვინდა შური ვიძიოთ? ვერ გავარკვიეთ. ნუ შიმშილობს მერე, ჭამოს ეს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...