თბილისში დედა და 8 წლის ბავშვი სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით გარდაიცვალნენ

თბილისში ქეთევან წამებბულის ქუჩაზე დედა და 8 წლის ბავშვი სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით გარდაიცვალნენ. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისი ენერჯი ადასტურებს.

“გამოძახება იყო, მოვედით და ორი გარდაცვლილი ადამიანი დაგვხვდა. უკანონოდ, ტექნიკური დარღვევით მოიხმარდნენ გაზს დანადგარებით, რაც არ შეიძლება დახურულ სივრცეში. ჰქონდათ გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი”, – განაცხადა თბილისი ენერჯის წარმომადგენელმა, ირაკლი დეკანოიძემ “ფორმულასთან”.