თენგიზ ცერცვაძის მორიგი განცხადება: სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციური საავადმყოფო

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციური საავადმყოფო. ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრმა პაციენტების მიღება შეწყვიტა მძიმე პირობების გამო. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ არ არის აუცილებელი ცალკე ინფექციური საავადმყოფოს არსებობა და ჯობს ინფექციური პაციენტების მომსახურება  მრავალპროფილურ საავადმყოფოებში ხდებოდეს. ცერცვაძე განცხადებაში მათაც პასუხობს:

“სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციურ დაავადებათა
საავადმყოფო

პერიოდულად ცალკეული ექსპერტების მიერ განიხილება საკითხი, სჭირდება თუ არა ქვეყანას ცალკე ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო, თუ სჯობს ინფექციური პაციენტების მომსახურება ხდებოდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე.

ცნობილია, რომ ჭეშმარიტების კრიტერიუმი პრაქტიკაა და ყველაფერი უნდა შეფასდეს შედეგებით. შედეგები კი ასეთია: საქართველოში სულ ა.წ. 25 აგვისტოსთვის დაფიქსირებულია COVID-19-ის 1436 შემთხვევა, რომლებიც მკურნალობდნენ ქვეყნის 11 COVID კლინიკაში. მათგან სამი COVID კლინიკა განთავსებულია ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი, აკ. ბოჭორიშვილის სახ. კლინიკა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ხოლო დანარჩენი 8 COVID კლინიკა – მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

სამი ინფექციური პროფილის საავადმყოფოში სულ გატარებულია 595 COVID-19-ით პაციენტი, რომელთაგან გარდაიცვალა მხოლოდ ერთი პაციენტი (ლეტალობა – 0,17%), ხოლო 8 ზოგადი პროფილის საავადმყოფოში გატარებულია – 836 პაციენტი, რომელთაგან გარდაიცვალა 17 პაციენტი (ლეტალობა 2%). ანუ ინფექციური პროფილის კლინიკებში COVID-19-ით სიკვდილობა იყო 12-ჯერ ნაკლები, ვიდრე მრავალპროფილურ კლინიკებში. ეს შემთხვევითობაა? შესაძლოა, მაგრამ მაინც ფაქტია. კიდევ უფრო დიდია (გაცილებით დიდია) სხვაობა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, სადაც მრავალპროფილურ კლინიკების უმეტესობაში სიკვდილობის მაჩვენებელი 3-დან 15%-მდეა.

ნიშანდობლივია, რომ სადღეისოდ საქართველოს კლინიკებში სულ COVID-19-ით 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, მათგან მხოლოდ ოთხია ინფექციური პროფილის კლინიკებში, ხოლო დანარჩენი – ზოგადი პროფილის კლინიკებში. ეს ფაქტიც მრავლისმეტყველია.

კიდევ ერთი მაგალითი – განსაკუთრებით საშიში ინფექცია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. მარტო 2020 წელს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში გატარებულია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 12 ავადმყოფი, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა (ლეტალობა 8,3% – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპაში), მაშინ როდესაც ქვეყნის სხვა კლინიკებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 5 პაციენტი შევიდა და მათგან 3 გარდაიცვალა (ლეტალობა 60%). ესეც შემთხვევითობაა?

ან კიდევ აივ/შიდსი. საქართველოში აივ/შიდსით პაციენტებში სიკვდილობის მაჩვენებელი 2.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში. ესეც შემთხვევითობაა?

ასეთი მაგალითების გაგრძელება კიდევ შეიძლება.

აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში და ე.წ. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში (საქართველოც მათ რიცხვში შედის) ინფექციურ დაავადებათა ჰოსპიტლები, როგორც წესი, ცალკე სამედიცინო დაწესებულების სახითაა წარმოდგენილი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მძიმე და გადამდები ინფექციების რიცხვი (COVID-19-ის გარდა) ამ ქვეყნებში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ნაწილშიც ინფექციური პროფილის საავადმყოფოები ცალკე სამედიცინო დაწესებულებების სახითაც არსებობს, მაგალითად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციურ დაავადებათა კლინიკა – „Lazzaro Spallanzani“ – National Institute for Infectious Diseases, ქ. რომში, იტალიაში. ან თუნდაც ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტი (NIAID/NIH), ქ. ბეთესდაში, აშშ-ში, რომლის წლიური ბიუჯეტი 4.8 მილიარდი აშშ დოლარია.

რაც შეეხება დასავლეთის იმ ქვეყნებს, სადაც ინფექციურ დაავადებათა სამსახურები ზოგადი პროფილის კლინიკებშია განთავსებული, იქ ეს უკანასკნელები ისეთი სტანდარტებით არის აშენებული და მოწყობილი (თავისი ბოქსირებული განყოფილებებით), რომელიც შესაძლებელს ხდის მოემსახუროს ინფექციური დაავადებებით, მათ შორის, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს. ასეთი სტანდარტების მრავალპროფილური საავადმყოფოები/ ინსტიტუტები ძალიან ძვირი ჯდება და საქართველოში სადღეისოდ არ არსებობს და სავარაუდოდ კიდევ კარგა ხანს ვერ იქნება. შესაბამისად, სადღეისოდ საქართველოში, ისევე როგორც მისი განვითარების დონის მქონე სხვა ქვეყნებში ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს/ინსტიტუტის ცალკე სამედიცინო დაწესებულების სახით არსებობას ალტერნატივა არა აქვს და ამას ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკაც ადასტურებს. შორეულ მომავალში რა იქნება, ამას დრო გვიჩვენებს.

და ბოლოს, საერთაშორისო რეკომენდაციებით მსოფლიოს ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მიღება და მომსახურება შეეძლება. ასეთი კი საქართველოში დღეს მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრია. ყველა დანარჩენი საავადმყოფო ან კერძო საკუთრებაშია, ან კიდევ მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მომსახურებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა არა აქვს”,-აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღებაზე უარი თქვა. თენგიზ ცერცვაძემ იმავე დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ კლინიკას აღარ აქვს COVID 19-ის და აივ ინფიცირებული პაციენტების მომსახურების რესურსი. საავადმყოფოს ხელმძღვანელი ასევე ამტკიცებს, რომ კრიზისის შესახებ დიდი ხნის წინ აცნობა ჯანდაცვის უწყებას და რეაგირებაც სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

ამ განცხადებას კი ეკონომიკის სამინისტრო გუშინ, 21 აგვისტოს გამოეხმაურა, განცხადებაში კი ეწერა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს უფლება მიეცა გადაუდებელი სამუშაოების დროს 300 ათასი ლარი გამოიყენოს. 

“პოლიტიკაში მოვდივარ“ – მოცურავე ნანა ნებიერიძე გახარიას გუნდს უერთდება

სპორტსმენი ნანა ნებიერაძე გიორგი გახარიას პარტიას უერთდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ...

“იმედია თბილისელები მხარს დაუჭერენ სიკეთისა და კეთილდღეობის ელჩებს“–კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების კანდიდატები პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დაასახელა. კალაძის...

კელი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა. ამის შესახებ...

სუსი მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა – არასამთავრობოები გასაჯაროებულ ჩანაწერებზე

სუს მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა - საქართველოში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების...

ეს პროცენტები არ არის დამაჯერებელი – სამხარაძე IRI-ს კველვაზე

IRI- ის კვლევაში მოყვანილი პროცენტები დამაჯერებელი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა...

მოსახლეობის 45% COVID-19-ის ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს – IRI

აერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 45% კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთებას...

მოსახლეობის 25% ყველაზე სანდო ვაქცინად Pfizer-ს მიიჩნევს, სინოფარმს 8%, ასტრაზენეკას 7% – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 25% ყველაზე სანდო ვაქცინად Pfizer-ს მიიჩნევს,...

მოსახლეობის 51% ხელუსუფლების მუშაობით უკმაყოფილოა – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 51% ხელისუფლების მუშაობას ნეგატიურად აფასებს....

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...