“თვალში მიდევს პირველი პროთეზი, მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, უკვე შეიმშრალეთ დაბანილი ხელები? “- მაკო გომური ხელისუფლებას მიმართავს

“თვალში მიდევს პირველი პროთეზი, მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, უკვე შეიმშრალეთ დაბანილი ხელები? ” – 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური ხელისუფლებას მიმართავს. როგორც მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს, მას 3 კვირის წინ გაუტყდა თვალის პროთეზი და ახლა მას თვალში პირველი პროთეზი უდევს,რაც   კატეგორიულად არ შეიძლება.

მაკო გომური მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა, ბოლო ვიზიტი მას სექტემბერში ჰქონდა  და ექიმმა ის 3-5 თვეში კვლავ დაიბარა გერმანიაში. მაკო გომურის თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში საკონტაქტო პირი იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთო თალაკვაძე, რომელმაც თანამდებობა დატოვა და  ახლა არავინ არ არის ვინც ამ ყველაფერს დაგეგმავს და მოაწესრიგებს.

“ცოტა შორიდან მოვუვლი და ცოტაზე დიდი და გაბრაზებულზე ნათქვამი პოსტი გამოვა. დავიწყეთ.20 ივნისის მერე ნიუ ჰოსპიტალიდან რომ გამომწერეს, ხო მეორე ღამესვე მოვიდნენ და მითხრეს სადღაც 4 საათში უნდა გაფრინდე გერმანიაშიო. მეთქი რატო? და პასუხის მიხედვით თურმე ჩემი ჯანმრთელობა არის უუპირველესი. რამდენიმე იყვნენ- მათ შორის ავთო თალაკვაძე, ვინც არ იცით, ბატონი ავთო იყო (ახლა დატოვა თანამდებობა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი(დავაკოპირე, აქედან მარტო უფროსს ვიმახსოვრებ) . საკონტაქტო პირიც ის მყავდა მთელი ამ დროის განმავლობაში და ვიცოდი, წასვლის დრო რომ მოვიდოდა მისთვის უნდა მიმეწერა, ან თვითონ მწერდა.
ჰოდა ეს რამდენიმე რომ იყო, ყველამ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი( 20 ივნისს დაზარალებულების) ,,მკურნალობის ამბების’’ მოგვარება.

,, აი მაკო, როგორც ჩემი შვილს ისე გეუბნები’’

,,მაკო პირადად მე…’’

,,შენ და გიოს, მაკო, როგორც ჩემს და ძმას ისე გიყურებთ’’

და ეგეთი თაბრუ-დამხვევი ფრაზები.

მოკლედ, ზღაპრები.

ბევრი ყოყმანის და სახლიდან თხოვნების შემდეგ დავთანხმდი და გავფრინდი.
იმის მერე კიდევ ვიყავი რამდენჯერმე.

ბოლოს ვიყავი არჩევნებამდე, ვიმეორებ-ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ა მ დ ე ! (6 სექტემბერს ჩამივფრინდი)
ექიმმა 3-5 თვეში უკან დამიბარა.

ზუსტად 1 თვეა ჰაერში ვართ გამოკიდებულები.
ავთო თალაკვაძე წავიდა და კაცი-შვილი არ მოიძებნა, ვინც ამ ყველაფერს დაგეგმავს. ან მოიძებნება, უბრალოდ ჩვენთვის არ იძებნება, ხვდებით?
საკმარისზე ბევრი ვატრაკეთ ალბათ თავის დროზე და ეხლა ცოტა დააყენეთო.
იქ რეკავ, იქ დარეკეო, იქ რეკავ ჩვენ რა შუაში ვართ იქ მიდიო და ასე.
ქართული ოცნება / Georgian Dream
საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯერ თქვენგან დავიწყებ.
ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად.
მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწებურებს აფუჭებს და ა.შ
სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი-მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები?
უბრალოდ მითხარით კი ან არა.
გახარია 24/7ზე
ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili რაღაცები გავიწყდებათ, არა?
მოვლენებს ეტაპ-ეტაპ გაყევით უკან, სად მიხვალთ?
რის ფასად, სად ხართ, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ?
არა, არ გაქვთ.
მშვიდი ღამე” – წერს მაკო გომური.

2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში რუსი მართლმადიდებელ-კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ყოფნის გამო დაწყებული საპროტესტო აქცია  ხელისუფლებამ სპეცრაზმის მეშვეობით – წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა – 18 წლის მაკო გომურმა და 26 წლის გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს – მათ რეზინის ტყვიები თვალში მოხვდათ.

მის რეზიდენციაში გამართულ მოლაპარაკებებს პრეზიდენტი არ დასწრებია

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, ანუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, მას...

6 საკითხი, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიცია მიშელის შუამავლობით განიხილავს

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შარლ...

დიალოგი გაგრძელდება, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან – პრემიერი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ მხარეებს კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდათ. მისი...

ფაშინიანი ოპოზიციას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს სთავაზობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური...

“სიაში არ ვარ” – გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ორბელიანების სასახლეში არ შეუშვეს

გირჩის წევრი სანდრო რაქვიაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე შეხვედრაზე არ შეუშვეს. მისი განმარტებით,...

ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ კრის სოჩა ნაციონალური მოძრაობის ლობისტია

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი,...

მოლაპარაკებები იწყება ახლა, ვერსალის ზავი იქნება – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია გირჩი–მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ოპოზიცია იგივე გზავნილებს გააჟღერებს, რაც...

პლებისციტი არის მიუღებელი, გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა – ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე მივიდა. მისი თქმით, მისთვის პლებისციტი მიუღებელია. "აუცილებლად...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო