თიბისიმ ბიზნესის მხადასაჭერად ბიზნეს აპი შექმნა

თიბისი აქ და ახლა ბიზნესს სპეცილურად მათთვის შექმნილ მობაილბანკის აპლიკაციას
სთავაზობს. თიბისიმ ბიზნეს აპი ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი მოთხოვნებისა და
საჭიროებების გათვალისწინებით შექმნა. ბიზნესს ახლა უკვე შეუძლია ისარგებლოს
აპით, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმიანობას, ფინანსურ ოპერაციებსა თუ
კომპანიის მართვას.

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით ბიზნესებს, ვსწავლობდით თუ რა
სჭირდებოდათ საქმიანობის გასამარტივებლად, რა ოპერაციებს ასრულებდნენ ყველაზე
ხშირად და სად იყო გამარტივების შესაძლებლობა. ამას გარდა, მუდმივად ვიღებდით
მათგან უკუკავშირს, რომ გაგვეგო როგორი მობაილბანკი სურდათ. დღეიდან უკვე მათ
შეუძლიათ სპეციალურად მათთვის შექმნილი, დამოუკიდებელი ბიზნეს აპით
ისარგებლონ,“ – ამბობს ლევან უგრეხელიძე, თიბისის ბიზნეს მობაილბანკის გუნდის
კაპიტანი.

ახალი აპი ბიზნესს სამ მთავარ სიახლეს სთავაზობს. პირველი ფუნქცია, რომელიც
მნიშვნელოვნად გაამარტვივებს გადარიცხვების ტრადიციულ პროცესს არის ერთზე მეტი
დავალების დადასტურება ერთი დიჯიპასის კოდით. თუ აქამდე საჭირო იყო ყველა
დავალებისთვის ცალკე დიჯიპასის კოდი, ახლა უკვე შესაძლებელია დავალებების
გაერთიანება/მონიშვნა და მათ დასადასტურებლად ერთი კოდი საკმარისი იქნება. ამ
ფუნქციით შესაძლებელია კომპანიაში თანამშრომელთა ხელფასების გადარიცხვის
დადასტურებაც.

მეორე ფუნქცია არის IBAN სკანერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მარტივად
ანგარიშის ნომრის დასკანერება ფურცლიდან ან ეკრანიდან. IBAN სკანერი ანგარიშის
ნომრის აკრეფასთან დაკავშირებულ რისკებს საგრძნობლად შეამცირებს.
მესამე ფუნქცია არის ბიზნესანგარიშების გადართვა აპიდან გაუსვლელად. როდესაც
ერთზე მეტი ანგარიშის მფლობელი ხართ, განსაკუთრებით მოსახერხებელია, დარჩეთ
აპლიკაციაში და ისე განახორციელოთ ოპერაციები სხვა ანგარიშებზე ან უბრალოდ
შეამოწმოთ ისინი.

„თიბისი ყოველთვის სთავაზობს ბიზნესს ისეთ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობას
უმარტივებთ. ეს პლატფორმაც ბიზნესის მხარდასაჭერად შევქმენით, რომ უკეთ
მოვუსმინოთ მათ, მუდმივად ვიყოთ მათთან კომუნიკაციაში და გავიგოთ რა
სჭირდებათ და რა არა. ამასთან ერთად, ბიზნეს აპი არის ინსტრუმენტი
მენეჯერებისთვის ყოველთვის საქმის კურსში იყვნენ რა ხდება მათ კომპანიაში.
თიბისის გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესს საუკეთესო გამოცდილება შეუქმნას,“
– ამბობს ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ბიზნეს აპი მუდმივად განახლდება და მას ახალი ფუნქციონალები დაემატება, იმისდა
მიხედვით თუ რა საჭიროებებები გამოიკვეთება. ბიზნეს აპით სარგებლობა უკვე
შესაძლებელია, იგი ხელმისაწვდომია როგორც Android ისე iOS მომხმარებლებისთვის.

ოზურგეთში, დაბა ლაითურში COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა. მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ. ადგილობრივის მოსახლეობისთვის...

ზვიად კუპრავა ამბობს, რომ მისი შტაბის წევრს თავს დაესხნენ

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ფეისბუქზე წერს, რომ მისი შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს...

მეცნიერები: გენი, რომელიც ადამიანის ჰომოსექსუალობას განსაზღვრავს არ არსებობს

ნახევარ მილიონამდე ადამიანის გენეტიკური ანალიზის შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული...

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, მესანთლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, მესანთლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა,...

მინსკში ტაქსის მძღოლი სპეცრაზმელების მოთხოვნას არ დაემორჩილა და აქციის მონაწილე დაკავებას გადაარჩინა – ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც სპეცრაზმელები მისდევენ, ტაქსიში...

საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს – სალომე ზურაბიშვილი

"საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე...

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებენ

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ,  ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და...

ტაქსებში შესაძლოა, 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნას – მეზვრიშვილის განმარტება

შესაძლოა, ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო