თიბისის ბიზნეს აპი IBAN სკანერის ფუნქციით

თიბისიმ კომპანიების ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების კიდევ უფრო
გასამარტივებლად ბიზნეს აპი შექმნა — მენეჯერული აპლიკაცია, რომელიც რამდენიმე
ახალ ფუნქციას მოიცავს: ერთზე მეტი დავალების ერთი დიჯიპასით დადასტურებას,
ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვას და IBAN სკანერს.

კომპანიებს ხშირად უწევთ ინვოისების გადახდისთვის ფურცელზე დაბეჭდილი
მრავალრიცხვიანი ანგარიშის ნომრის ხელით შეყვანა, ზოგჯერ კი ელექტრონული
დოკუმენტები ისეა შედგენილი, რომ ამ ციფრების კოპირებას ვერ ახერხებენ, სწორედ ამ
პრობლემის გადასაწყვეტად შეიქმნა ახალი ფუნქციონალი IBAN სკანერი, რომლის
მეშვეობითაც მობილურის ფოტოკამერა ანგარიშის ნომრებს "კითხულობს" და მას
ავტომატურად სვამს გადარიცხვის შაბლონში.

დასაწყისისთვის აპლიკაციაში IBAN ნომრის ამოცნობისთვის ფოტოკამერის დამიზნებაა
საჭირო, სამომავლოდ კი აპლიკაცია აღნიშნული ნომრის "წაკითხვას" უკვე გადაღებული
ფოტოს ატვირთვითაც შეძლებს.

ახალი ბიზნეს აპით უკვე სარგებლობს ქართული კომპანია „კაშკაში“, რომელიც
საქართველოში შექმნილი სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების ბრენდია. „კაშკაში“
მომხმარებელს სერტიფიცირებული ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ,
უნიკალური ფორმულებით შექმნილ ნაწარმს სთავაზობს.

კომპანია ბაზარზე 2018 წლის ივლისიდან გამოჩნდა და დღეისათვის მისი პორტფოლიო
სახისა და სხეულის მოვლის 3 განსხვავებულ ხაზს მოიცავს. „კაშკაშის“ ფორმულები
მხოლოდ ვეგანური და ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან შედგება და შექმნილია
სწრაფი, ურბანული ტემპით მცხოვრები მომხმარებლისთვის, რომელსაც დროის სიმცირის
მიუხედავად, მაინც სურს თავის მოვლის პროცესისგან სიამოვნების მიღება.
თიბისის ბიზნეს აპზე საუბრისას „კაშკაშის“ დამფუძნებელი ქეთო გიორგობიანი ამბობს,
რომ IBAN სკანერი კიდევ უფრო მეტ დროს დაუზოგავს და ადამიანური შეცდომის რისკსაც
მინიმუმამდე დაიყვანს.

„როდესაც რამდენიმე მიმართულებაზე ერთდროულად გიწევს ფიქრი, იზრდება
მექანიკური შეცდომების დაშვების ალბათობა. ასეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი
დეტალების ავტომატიზაცია ქმნის შეგრძნებას, რომ გყავს ერთგვარი უხილავი
ასისტენტი, რომლის დახმარებასაც მუდმივად გრძნობ", — აღნიშნავს ის.
ბიზნეს აპი კიდევ მრავალ ფუნქციას შეიძენს და გახდება მეტი, ვიდრე უბრალოდ
ფინანსების მართვის აპლიკაციებია. სამომავლოდ ამ აპლიკაციის გამოყენებით ბიზნესის
წარმომადგენლები შეძლებენ, თავიანთი საქმიანობის გარშემო მიიღონ და გასცენ
ინფორმაცია.

“სააკშვილს არ სურს ივანიშვილის დამარცხება იმაზე მეტად ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება“–ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება, რომელიც მან ტელეეთერით გააკეთა. მისი თქმით,...

“ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო”- ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის

მომღერალი  და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი, რომელიც დღეს სკანდალში გაეხვა და  გოგოს რომლის მისამართითაც მან...

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები,...

ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ენმ, ან საქართველო დაიღუპება – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას. მისი...

8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ 8 წელი ინფრასტრუქტურის "ფორმაში მოსაყვანად" საკმარისი არ აღმოჩნდა. მისივე მტკიცებით,...

ვადასტურებ, ჩემი მთავრობა შეეხო თითოეულ ოჯახს, გაუჩნდა შუქი, გამოიხედა თვალებში – სააკაშვილი კალაძეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი კახა კალაძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ "არ არსებობს...

ვიცი, როგორ გაუჭირდა ჩემს ხალხს, ძვირფასებო, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ – სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის ვიდეოში საუბრობს გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე...

არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "არ არსებობს სფერო, სადაც არ არის...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო