თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 25 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, არსებული საკრედიტო ხაზის 25 მილიონი ევროთი გაზრდის შესახებ. ჯამში თიბისიმ  ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, არსებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში, 81 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში Covid 19-ით დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება. სესხები ბიზნესებისთვის ევროში, აშშ დოლარსა და ლარში გაიცემა, დაფინანსების საჭიროებიდან გამომდინარე.

“ვამაყობ  წარმატებული თანამშრომლობით ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც რვა წლის წინ დაიწყო. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამ რთულ პერიოდშიც განაგრძობს ჩვენს გვერდით დგომას და თიბისის დახმარებით კრიტიკულად მნიშვნელოვან მხარდაჭერას  უწევს იმ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად“,  – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ეკონომიკას ამ განსაკუთრებულად რთულ დროს. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსება გათვალისწინებულია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების და ქვეყნის ფინანსური სექტორის მხარდასაჭერად, რათა პანდემიის მიუხედავად მათ შეძლონ ფუნქციონირების გაგრძელება და ქართული ეკონომიკის განვითარება“,  – ტერეზა ჩერვინსკა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტი.

ევროპის საინვესტიციო ბანკი  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მფლობელობაში არსებული ერთადერთი ბანკია. EIB-ის საშუალებით ხელმისაწვდომია ჯანსაღი ინვესტიციების გრძელვადიანი დაფინანსება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. მოცულობით ყველაზე დიდი მსესხებელი და კრედიტორი, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს მდგრადი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და ექსპერტულ მომსახურებას, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის ამოცანების შესრულებას.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ძალაში რჩება

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა ძალაში რჩება. უცნობია, როდის განახლდება მათი ფუნქციონირება. 1 თებერვლიდან, ბათუმში,...

1 თებერვლიდან ყველა მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგება

პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა...

როცა შევთანხმდებთ, გეტყვით – ელისაშვილი ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ

ელისაშვილი ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო რეფორმისა და ადმინისტრაციის რეფორმაზე...

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების...

5 ქალაქი, სადაც 1 თებერვლიდან საზ. ტრანსპორტისა და სკოლების მუშაობა აღდგება

პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო...

21:00 საათიდან 5:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 მარტამდე ძალაში რჩება

1 მარტამდე ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე კომენდანტის საათი. "პირველ მარტამდე ძალაში დარჩება...

თბილისში სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 მარტამდე არ აღდგება

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების და ტრანსპორტის აღდგენას მთავრობა 1 მარტიდან აპირებს. ამის შესახებ...

რა გაიხსნება პირველი თებერვლიდან – მთავრობის გადაწყვეტილება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების,...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო