თიბისი ბიზნესებს ონლაინ გადახდის ახალ და ყველაზე მარტივ სისტემას სთავაზობს

ბიზნესების ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის წასახალისებლად, თიბისი VISA-სთან ერთად ონლაინ გადახდების ახალ სისტემას –  „თიბისი ელ.კომერციას“ და სპეციალურ სამოტიცავიო პროგრამას ქმნის.

„თიბისი ელ.კომერცია“ გადახდის სისტემაა, რომელიც ერთი მხრივ, ონლიან მაღაზიაში გადახდის პროცესს მომხმარებლისთვის სწრაფს, უსაფრთხოს და მარტივს ხდის, მეორე მხრივ კი,  ბიზნესებს გადახდების ინტეგრაციას და ონლაინ ტრანზაქციების მართვას  უმარტივებს.

„თიბისი ელ.კომერციით“ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელს გადახდის  მრვალფეროვანი მეთოდები შესთავაზონ.

მათ შორის, გადახდა შესაძლებელია:

  • ბარათით
  • თიბისის ინტერნეტ ბანკში ავტორიზაციით
  • თიბისის მობაილბანკით – QR კოდით
  • Apple Pay-თ
  • ერთგული ქულებით
  • ონლაინ განვადებით

„თიბისი ელ.კომერციის“  ონლაინ მაღაზიაში გააქტიურება მარტივად, დეველოპერის ჩარევის გარეშეა შესაძლებელი. ონლაინ მაღაზიაში განხორციელებულ ყოველდღიურ ტრანზაქციებს კი ბიზნესის წარმომადგენელი მარტივად მართავს, მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ონლაინ სივრცეში.

სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე:

https://tbcpayments.ge/details/ecom/tbc

ამასთან ერთად,  გრძელდება თიბისის და VISA-ს ერთობლივი პროექტი –  „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“, რომლის ფარგლებში კომპანიებს საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზიის პლატფორმის შექმნა და  პროდუქციის  მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდვა შეუძლიათ. კომპანიები უფასოდ მიიღებენ ფოტოგრაფის მომსახურებას, ასევე,  ვებ-გვერდზე  ონლაინ გადახდის სისტემის – „თიბისი ელ.კომერციის“ და მიტანის სერვისის ჩაშენებას.

პროგრამის ფარგლებში, ბიზნესები  6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, ხოლო „თიბისი ელ.კომერციით“ 2 თვით საკომისიო (შევსებადი) გადასახადის გარეშე ისარგებლებენ.

მესიჯი მომივიდა, რომ ოჯახში შემოგივარდებიანო – ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახზე ძალადობის შემდეგ, მას დაემუქრნენ, რომ...

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ხვალ ის საქართველოს...

ბოკერია ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ვინც...

ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ...

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: იხსნება საბავშვო და...

არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას...

ტვიში და უსახელაური გაქრება, ამას ვამბობ როგორც მეღვინე – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო