მუდმივად მეღიმება ხოლმე – ლევან ხაბეიშვილი და მერე მთელი პროპაგანდა რომ იქოქება სამთავრობო მედიის, რომ, აი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი… ხაბეიშვილს ხომ ვერ აშავებენ, რომ შეჭამა, მოკლა, კორუმპირებულია, მთავრობაში იყო და რამე გააფუჭა – ეგეთი არ არსებობს ბუნებაში და ამიტომ რაღაც უნდა მოიგონონ. გაიხედავენ, გამოიხედავენ, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მაღალ თანამდებობაზე იყვნენ და გასდევს ხოლმე – აი, ვანო მერაბიშვილმა ის თქვა, აი, ვანო მერაბიშვილს, ნახეთ, უკრაინაში სადღაც რადიოში 3 კვირის უკან რაღაც კომენტარი გაუკეთებია – აპ, აპ აპ… მართლა სასაცილოა, გულწრფელად გეუბნებით.

მე ყოფილ პრემიერმინისტრს, თურმე, უნდა ავუკრძალოთ მისი პირადი, სუბიექტური აზრის დაფიქსირება და, სხვათა შორის, რახან ამხელა ამბავი ატყდა, ამის შემდეგ დავინტერესდი და ვნახე – 3 კვირის წინ ჩაწერილი ინტერვიუა და იმ ინტერვიუში ხაზგასმით რამდენჯერმე ამბობს, ჩემი სუბიექტური აზრიაო. არ ვიცი, ახლა, დახვრეტა ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართლებრივად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვანო მერაბიშვილი უნდა დავხვრიტოთ და ხმა არ ამოიღოს, არ ვიცი, მას რომ მისი სუბიექტური პოზიცია აქვს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, ეს დანაშაული ვერ იქნება. რაც შეეხება ენმ-ს, მასთან არანაირი კავშირი დღეს ვერ ექნება, თორემ წინა ხელისუფლების პირობებში ეს ადამიანი მაღალ თანამდებობაზეც იყო, დამფუძნებელიც არის და გენერალური მდივანიც იყო. დღეს თავადაც რამდენჯერმე თქვა, მათ შორის, ამ ინტერვიუშიც, რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს.

[…] ცოტა სასაცილოა , თურმე აზიანებს, როგორ შეიძლება, ენა ამოვაძროთ…  მე არ მგონია სერიოზული და ეგ ვერ იქნება ენმ-ს პოზიცია. ამ ადამიანს მისი სუბიექტური შეხედულებები აქვს და უნდა ჰქონდეს.

ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებზე.

ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ – სტოლტენბერგი

“მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ჩააგდოს და გაიწვიოს “უცხოური გავლენისა და აგენტების” კანონპროექტი, რადგან...

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, დარტყმის საფრთხე მაღალია – სამხრეთის ოპერატიული სარდლობა

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, რის გამოც, სარაკეტო დარტყმის საფრთხე მაღალია - აღნიშნულ ინფორმაციას,...

შალვა რამიშვილი სექსუალური შევიწროებაზე ბრალდებებს უარყოფს

ტყუილი და აბსურდია! - შალვა რამიშვილი მის მიმართ წაყენებულ სექსუალური შევიწროებაზე მძიმე ბრალდებებს უარყოფს. "ტყუილი...

ქვეყანას ვინ ღალატობს, შე ავადმყოფო? ოროსანო, წიგნი წაიკითხე – სამნიძე ბერაიას

''ენა გააჩერე, ეს ჩემთვის არავის უკადრებია. რა ფული ავიღე, შენ ნორმალური თუ ხარ. წესიერად...

ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, დაბრალება – არანაკლებ მძიმე – წილოსანი შალვა რამიშვილზე

გამოვეხმაურები მიმდინარე კამპანიას სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ: ჩვენ ძალიან...

ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია – ალასანია სააკაშვილზე

"ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია" - ამის შესახებ, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის...

დიტო სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ – მამუკა მდინარაძე

თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი ქართული ოცნების დეპუტატებზე. მათ ოჯახებზე, მცირეწლოვან და არასრულწლოვან შვილებზე,...

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება – ზელენსკი

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება და სხვა პოტენციური აგრესორები თავისუფლების სრულ ძალას...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...