თურქეთიდან მოქალაქეები საქართველოში გამარტივებული წესით შემოვლენ

ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი “პისიარ” ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთის რესპუბლიკა ემატება და აქედანაც სტუმრები ასეთი გამარტივებული წესებით შემოვლენ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, 15 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების რაოდენობა მოიმატებს .

“15 თებერვლიდან ავიაკომპანიები უფრო გააქტიურდებიან და საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც არა კრიტიკულად, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ნათელი, მკაფიო და კარგად გააზრებული წესები გვაქვს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის.

უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც ვაქცინაციის მოწმობა აქვს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში, ასევე გვაქვს ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შემომსვლელი შემოდის ნეგატიური “პისიარ” ტესტის პასუხით და საქართველოში მესამე დღეს ვალდებულია, ჩაიტაროს ტესტირება. ეს სია გადაიხედება ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ეპიდვითარებაა, ასევე იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშეა, ჩვენი ამოცანაა, ტურისტულ ინდუსტრიას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ- ნელა ამოქოქვა დაიწყოს”,- განაცხადა თურნავამ

სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ამის შესახებ ის...

თავდამსხმელები არიან ქოცების ჭეშმარიტი სახე, მოეკითხებათ მწარედ – გვარამია სანაიაზე

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა ხელისუფლების წამქეზებლური განცხადებების...

თავდამსხმელები დღეს ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გარშემო – ვოლსკი სანაიაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახო სანაიაზე თავდასხმას ოპოზიციური მედიის კრიტიკით პასუხობს. " კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და უარს...

წარმოუდგენელია, ხელისუფლებას რამე ჩარევა ჰქონდეს – ზავრადაშვილი სანაიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ხელისუფლება...

გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარიმართოს – EMC შსს-სა და პროკურატურას

EMC ეხმიანება ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანზე, ვახო სანაიაზე და მისი ოჯახის წევრებზე ძალადობრივი თავდასხმის ფაქტს. "მნიშვნელოვანია,...

აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებმა კოლაუ ნადირაძის ლექსი “25 თებერვალი” წაიკითხეს (ვიდეო)

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც საელჩოს თანამშრომლები...

“ვირუსი არსად წასულა” – ოცნების დეპუტატ გივი მიქანაძეს COVID-19 დაუდგინდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურა. "როგორც ხედავთ ვირუსი არსად წასულა. (პირადად მე...

ივანიშვილის პროპაგანდის პირდაპირი შედეგია – ბოკერია სანაიაზე თავდასხმაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმა ივანიშვილის პროპაგანდის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო