თურქეთი აღარ არის წინააღმდეგი შვედეთი და ფინეთი ნატოში მიიღონ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანკარა მხარს დაუჭერს ნატოს გაფართოებას და მადრიდის სამიტზე, შვედეთისა და ფინეთის ალიანსში მიწვევას. ანკარას წინააღმდეგობის გადალახვა, ორ ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებას გზას უხსნის.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მადრიდში თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის პირველ პირებს შორის შეხვედრა შედგა. მხარეებმა მემარუნდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც თურქეთის მოთხოვნებს ითვალისწინებს და რომელშიც ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა, ითანამშრომლებს ანკარასთან ტერორიზმის და სხვა საკითხების კუთხით.

მემორანდუმის მიხედვით, ფინეთი და შვედეთი არ დაუჭერენ მხარს ქურთულ ძალებს, მათ შორის არც სირიაში, და არცერთ ძალას, რომელსაც თურქეთი მიიჩნევს ემიგრაციაში მყოფ რელიგიურ ლიდერ ფეტულა გულენთან დაკავშირებულად. ანკარა გულენს 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დებს ბრალს. ორი ქვეყანა მემორანდუმით, ასევე ადასტურებს, რომ ცნობს “ქურთისტანის მუშათა პარტიას” ტერიტორისტულ ორგანიზაციად.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროპული კანონმდებლობის დაცვით, შეისწავლიან თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული პირების თურქეთში ექსტრადიციის საკითხს. ასევე, შვედეთი და ფინეთი აღკვეთავენ მედიის მეშვეობით თურქეთის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევებს. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ასევე ადასტურებენ, რომ “მათ შორის იარაღის ემბარგოს ადგილი არ აქვს”.

თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, შვედეთისა და ფინეთის თავდაცვით ალიანსში გაწევრიანებას ბლოკავდა და მათ ქურთული ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებდა, რომლებსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს. ანკარა ასევე აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ იარაღზე ემბარგო იყო დაწესებული.

ცოტა ხნის წინ, განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმაც.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ფინეთსა და შვედეთს ნატოში გაწევრიანებისკენ,“- თქვა იენს სტოლტენბერგმა, მადრიდში ნატოს სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

თურქეთის პოზიცია მნიშვნელოვანია, რადგან ნატოს წესდების თანახმად ალიანსში ქვეყანა მხოლოდ მაშინ წევრიანდება, თუ ყველა წევრი თანხმდება გაფართოებაზე.

მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ თქვეს, რომ თურქთთან მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი იყო.

შვედეთმა და ფინეთმა გასულ თვეს განაცხადეს, რომ ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ და ნატოში გაწევრიანება სურთ. სტოკჰოლმი და ჰელსინკი ალიანსში წევრობისთვის მზად არიან. ორივე ქვეყანაში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

წყარო: როიტერსი, ამერიკის ხმა

უკრაინა და შეერთებული შტატები იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ – ზელენსკი

"ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის...

შოკირებული ვიყავი სებ-ის გადაწყვეტილებით – პეტრას აუსტრევიჩიუსი

"ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით. მერე ვნახე, რომ ძალიან სერიოზულმა და...

ზურაბიშვილი სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა...

ზურაბიშვილმა ელჩებთან სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების...

20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი მავნებლობა – მდინარაძე ოპოზიციაზე

„მათ არ გაუვიდათ, ძალიან ნერვიულობენ, დღეს ორი წევრიც ავირჩიეთ და აქედან გამომდინარე, მათ ვერ...

ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან გომელაურის მოსმენის პარალელურად აქცია გაიმართება

ხვალ, 22 სექტემბერს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის...

2021 წელს თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში ფარცხალაძესთან – ხოშტარია

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან...

ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...