“თუ არ აწერ ხელს შეთანხმებას, მაშინ რისთვის იბრძოდი? რისთვის შედიხარ პარლამენტში?” -კუბილიუსი ენმ-ის შესახებ

“ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარები დადებითად აფასებენ, თუმცა შეცდომას უწოდებენ  პარტიის გადაწყვეტილებას, ხელი არ მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს.

ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს:

“კარგია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის, მაგრამ ხელის არმოწერა  დოკუმენტზე მათი მხრიდან შეცდომაა, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შეთანხმება შარლ მიშელის ხელმძღვანელობით იქნა მიღწეული. ეს შეთანხმება ოპოზიციისთვის იქნა მიღებული, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომელიც ბოიკოტს აცხადებდა და ცვლილებებისთვის იბრძოდა, ეს ცვლილებები კი, რაც უნდა განახორციელონ, ახლა დოკუმენტშია ასახული.

ამ ფონზე ჩნდება კითხვა – თუ არ აწერ ხელს, მაშინ რისთვის იბრძოდი? რისთვის შედიხარ პარლამენტში, თუ შეთანხმება არაა შენთვის მისაღები? ეს შეთანხმება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ შეძლო მთავრობის კონტროლი, კერძოდ აკონტროლო მმართველი პარტია მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების პროცესში. შესაბამისად, როცა “ნაციონალური მოძრაობა” არ აწერს ხელს დოკუმენტს, ამ დროს პარტია ჩანს, როგორც სუსტი – მოსთხოვოს მმართველ გუნდს შეთანხმების იმპლემენტაცია, საუბარია, ასევე, საარჩევნო, თუ სასამართლო რეფორმის გატარებაზეც. ამის შესახებ მე ვუთხარი მიხეილ სააკაშვილს, როცა ის რამდენიმე დღის წინ აქ იმყოფებოდა, თუმცა ეს, ცხადია, პარტიის გადასაწყვეტია.

ეს სამწუხარო ფაქტია ევროპის სახალხო პარტიისთვისაც. ხელის არმოწერა არ არის კარგი, პირველ რიგში, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, ისე – როგორც ევროპის სახალხო პარტიის ოჯახის წევრისთვის. ეს ნაციონალურ მოძრაობას ასუსტებს. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტს და მოაწერს ხელს დოკუმენტს,“ – აცხადებს  ანდრიუს კუბილიუსი.

ევროპარლამენტის წევრი, პეტრას ავსტრევიჩუსი ამბობს, რომ თუკი პოლიტიკურ პარტიას სურს გავლენა მოახდინოს პროცესების მიმდინარეობაზე, ის ამ შემთხვევაში სრულად იყოს მასში ჩართული.

“მივესალმებით საქართველოს პარლამენტში ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დაბრუნებას. ამავდროულად, ჩვენ ვწუხვართ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი არ მოაწერა 19 აპრილის ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც ქართული პოლიტიკის მომავალის სტრატეგიისთვის ყველა ძალის კონსოლიდირებას ახდენს. შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს უფრო კონკურენტუნარიან სტრატეგიას გულისხმობდეს, მაგრამ ამ სტრატეგიას მე შევაფასებდი, როგორც მეტი დაკვირვება და ნაკლები მონაწილეობა.

ვფიქრობ, თუ გინდა ზეგავლენა მოახდინო მოვლენებზე, მანქანის უკანა სავარძლიდან ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არ უნდა აკვირდებოდეს სიტუაციას. თუმცა, შესაძლოა, ეს ყველაფერი ამნისტიის კანონპროექტს უკავშირდებოდეს, რომელზე მსჯელობაც ჯერ არ დასრულებულა,“ – ამბობს პეტრას ავსტრევიჩუსი.

სოლოლაკში დაკარგული 11 წლის მოზარდი იპოვეს

სოლოლაკში დაკარგული 11 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა. სოლოლაკის ტერიტორიაზე 11 წლის დემეტრე მშვენიერაძეს პოლიცია...

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი დააკავეს

ურეკში სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე...

სოციალურად დაუცველ ბავშვებს 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან

2021 წლის, 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან. ამის შესახებ...

სოლოლაკში 11 წლის მოზარდს ეძებენ

სოლოლაკის ტერიტორიაზე 11 წლის დემეტრე მშვენიერაძე დაიკარგა, მას ამ წუთებში პოლიცია და ოჯახის წევრები...

დაკავებულმა პირებმა 8 წლის ბავშვი რამდენჯერმე გააუპატიურეს – პროკურატურა

სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა პირებმა არასრულწლოვანზე 2020 წლიდან სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს....

გვაქვს ინიციატივა, ქვეყანა ონლაინ სწავლების რეგიონულ ჰაბად ჩამოვაყალიბოთ – ამილახვარი

"განათლების ექსპორტი – ეს არის პირდაპირი ინვესტიცია განათლებაში. თქვენ ახსენეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც...

შავი ჯიპებიდან როდის გადმოჯდებით? როდის შემოიჭერთ ქამრებს? – ელისაშვილი ღარიბაშვილს

"მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, როდის შემოიჭერს მთავრობა ქამარს. მისი თქმით, ოცნებობს ქვეყანაზე,...

მედია პარლამენტის წინააღმდეგ -საკონსტიტუციომ სარჩელი განსახილველად მიიღო

მედია  პარლამენტის წინააღმდეგ -  მთავარი არხის,  ტელეკომპანია პირველის, ტელეკომპანია კავკასიის და  ფორმულას სარჩელი საკონსტიტუციო...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...