თუ გვინდა ნორმალური არჩევნები ტარდებოდეს, დღეს უნდა გამოვიდეთ – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, თუ უნდათ, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ტარდებოდეს, დღეს რუსთაველის გამზირზე აქციაზე უნდა გავიდნენ.

,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ჩვენ რომ არ გვებრძოლა პროპორციულთან მიახლოებული წესით არჩევნებიც არ იქნებოდა. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა გადაგვაგდო და რომ არა ქუჩაში ბრძოლა, შედეგი არ გვექნებოდა. არაფერი თავისით არ მოდის, თუ გვინდა რომ ნორმალური არჩევნები ტარდებოდეს საქართველოში დღეს უნდა გამოვიდეთ, დავენახოთ ხელისუფლებას და ვუთხრათ: არ გადავყლაპავთ ამ შეურაცხყოფას, არ გაპატიებთ ჩვენთვის არჩევნების მოპარვას. თუ ბევრი ხალხი გამოვა მიხვდებიან, რომ უკან უნდა დაიხიონ”,– თქვა ელისაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული კომენდანტის საათი აქციების წინააღმდეგ არის მიმართული.

„კომენდანტის საათი“, რომელიც დააწესეს მიმართულია აქციების წინააღმდეგ, რა ლოგიკაა იმაში, რომ 10-დან 7-მდე სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ? კორონასთან ბრძოლის თვალსაზრისით ეს არის სასაცილო. როგორც ქუჩებს რეცხავდნენ და ვითომ კორონას ებრძოდნენ ასეთივე ბოდვა არის ეს ღამე აკრძალვა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღეს 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ისინი გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

“ბებომ ლამის მუხლებზე დამიჩოქა, აღარაფერი დაწერო პოლიტიკაზეო”- კიდევ ერთი მოქალაქე რომელიც ბერა ივანიშვილისგან მუქარაზე...

''ბებომ ლამის მუხლებზე დამიჩოქა, აღარაფერი დაწერო პოლიტიკაზეო"- ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ  აუდიოჩანაწერებს არაერთი მოქალაქის...

მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს, ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს-ნინო ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა  პირველ რიგში მას...

ირაკლი ღარიბაშვილი ბერას ქოლგით დაყვებოდა – ნანუკა ჟორჟოლიანი 2011 წლის გადაცემის ჩაწერას იხსენებს

ირაკლი ღარიბაშვილი ბერას ქოლგით დაყვებოდა, - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავარი არხის" ეთერში,...

სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, რომ ბერა ქალებზე სექსუალურად ძალადობდა

ფეისბუქ  მომხმარებელი ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება და ამტკიცებს, რომ გარდა გასაჯაროვებული მუქარისა...

ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია-ოცნების...

პარტია ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და...

უკანონო მოსმენა ენმ-ს ხელწერაა, ჩემი პატივისცემა ღირსეულ ბერა ივანიშვილს – კობახიძე

"უკანონო მოსმენა ენმ-ს ხელწერაა, ჩემი პატივისცემა ღირსეულ ბერა ივანიშვილს" - ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების"...

“შეაგინე ბერას” – მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო

"შეაგინე ბერას" - მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც ტვ "პირველის"...

სინდისის ნატამალი ვისაც ჰქონდა, ყველა გაქცეულია უკვე -ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებაზე

"სინდისის ნატამალი ვისაც ჰქონდა, ყველა გაქცეულია უკვე"- ამის შესახებ,  გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო