თუ კალაძე დამიმტკიცებს, რომ შემოსავალი მაქვს, მე დავანგრევ სახლს – აფრიკის მცხოვრები

აფრიკის დასახლების მცხოვრები ნოდარ საბრაძე თბილისის მერის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ თუ თბილისის მერი მას დაუმტკიცებს, რომ რაიმე შემოსავალი აქვს, თავად დაიქირავებს ტრაქტორს და საკუთარ აშენებულ სახლს დაანგრევს.

მისი თქმით, მის მამას ნამდვილად აქვს მიწა, მაგრამ მასთან 32 წელია შეხება არ ჰქონია, ხოლო დედამისი ინდ. მეწარმე 1 თვის განმავლობაში იყო და შემდეგ ობიექტი დახურა.

“კალაძე გამოსულა და ისევ იგივეს იმეორებს, რომ მამაჩემს აქვს გაფორმებული რაღაც 1 600 კვადრატული მეტრი, 32 წელია მამაჩემთან მე ურთიერთობა არ მაქვს, შეხება არ მაქვს. მე მასთან არ ვცხოვრობ 5 წლის ასაკიდან. თუ დამიმტკიცებს ხვალ, რომ მე რაიმე შემოსავალი მაქვს, მამაჩემთან ვცხოვრობ და რამით მეხმარება, მე თვითონ დავიქირავებ ხვალვე ტრაქტორს და დავანგრევ ჩემს შენობას, რაც ავაშენე. დედაჩემი ინდ.მეწარმე იყო, მხოლოდ 1 თვე ვიხმარეთ, კაფე გავხსენით და ისაც 1 თვეში დავკეტეთ”,– ამბობს აფრიკის დასახლების მცხოვრები.

დღეს, 16 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ 6 ადამიანის სახელისა და გვარის ინიციალები ჩამოთვალა და თქვა, რომ ამ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების სახელებზე რეგისტრირებულია სახლები თბილისსა და რეგიონებში, ასევე მიწები და მოძრავი ქონება.

გუშინ მერიამ აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს.

 

თბილისის მოგება არის გზა ცენტრალური ხელისუფლების ხელში აღებისკენ – ჯაფარიძე

"ერთმანეთის კონტროლი და ბალანსი არის ის, რაც აკლდა ყოველთვის ერთპარტიულ მმართველობას. ნეპოტიზმთან და კორუფციასთან...

ამაღამ სისხლიანი კოალიციის ბანერები დაიბეჭდება – ხუხაშვილი

"ამაღამ სისხლიანი კოალიციის ბანერები დაიბეჭდება..." ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნიკა მელიას მიერ კოალიციური გუნდის...

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს...

ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი – სააკაშვილი მელიას გუნდზე

"მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში. ახლა როგორც...

გამგებლები, სამსახურების ხელმძღვანელები – ნიკა მელიას კოალიციური გუნდი

ნიკა მელიამ საკუთარი გუნდი დაასახელა, რომელიც მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მართვას დაიწყებს. მერის მოადგილეები იქნებიან:...

პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვხედავ კოალიციურ მთავრობას, ნიკა უპრეცედენტო მოდელი დადე! – ნანუკა ჟორჟოლიანი

"პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვხედავ კოალიციურ მთავრობას, ნიკა უპრეცედენტო მოდელი დადე! "- ასე ეხმაურება, ტელეწამყვანი...

თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატია ირაკლი აბესაძეც

თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი არის ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძეც. ასევე, მოადგილის პოსტს ნიკა...

მელიას გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერის მოადგილე ელენე ხოშტარიაც იქნება

თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი არის "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც. ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, მოადგილის...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...