თუ მელიას და რურუას გათავისუფლება არ მოხდება, მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება – მინაშვილი

“ჩვენი პოზიციაა, რომ თუ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არ მოხდება, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება რთული” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა კრისტიან დანიელსონთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“საკუთარი წინადადებები მედიატორს არ შემოუთავაზებია. ჩვენი მთავარი საკითხები, რომლებიც ჩვენ წამოვწიეთ ისევ და ისევ უპირველეს ყოვლისა იყო “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ ამ ორი ადამიანის გათავისუფლება არ მოხდება სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება რთული. რაც შეეხება წინადადებებს შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, რაღაც სურათი ალბათ გამოიკვეთება.

რაში გამოიხატება ამ შემთხვევაში ხელისუფლების კომპრომისი?! მთელი დღის განმავლობაში საუბრობენ, რომ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ, არადა მათ ძალიან კარგად იციან, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა ევროპაში და შეერთებულ შტატებში, პოლიტპატიმრები არის მთავარი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს , ისინი უარს ამბობენ ვადამდელ არჩევნებზე და ამ ორი საკითხის გარეშე საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, არ აქვს სრულფასოვანი აზრი. აი ის კანონმდებლობა რაც არის წარდგენილი, არც ერთ ამ კანონმდებლობაში არ არის წარდგენილი ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მართლა შეცვლიდა გარემოს როგორც საარჩევნო, ასევე სასამართლო გარემოს. საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მთავარი ფაქტორი არის საარჩევნო ადმინისტრაცია და აქ ცვლილებები არ არის, ხელისუფლებას ისევ ერთპიროვნულად უნდა საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშვნა, სასამართლოს რეფორმასთან მიმართებაში ისევ ძველი მოსამართლეები არიან ამიტომ ესეც სიყალბეა ხელისუფლების მხრიდან. მთავარი პრობლემა ქვეყანაში ვერ გადაწყდება, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს თუ არ იქნება ეს ორი მთავარი საკითხი. თუ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში არ შეწყდა ვითარება არ დამშვიდდება და არ ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს აი ამ რეფორმების შემდეგ. აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო, საკითხები წამოვჭერით, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების საკითხი”, – განაცხადა მინაშვილმა.

პოლიციელმა ბორკილები ჩაარტყა – აქტივისტი, რომელიც შსს-თან აქციაზე დააკავეს, ნაცემია

აქტივისტი, რომელიც დღეს, შინგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, ნაცემია, მას პოლიციელმა დაკავებისას, მანქანაში,...

წულუკიანმა კომენდანტის საათის დროს ოზურგეთში თანაპარტიელებთან ერთად ივახშმა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ე.წ. კომენდანტის საათის დროს ოზურგეთში თანაპარტიელებთან ერთად ივახშმა. ის დღეს,...

კაცი თუ რამე ავს გააკეთებს, ცხადია, ქალის დიდი ბრალეულობაა – ზურაბ ცინცქილაძე

"კაცი თუ რამე ავს გააკეთებს, ცხადია, ქალის დიდი ბრალეულობაა "- ასე ეხმაურება, მსახიობი ზურაბ...

იყო ჩემი ცემის ფაქტი – ირმა შარიქაძე ძალადობის შესახებ პირველად ალაპარაკდა

"იყო ჩემი ცემის ფაქტი"- ნინუცა მაყაშვილის შემდეგ, დიზაინერი და ფოტოგრაფი, ირმა შარიქაძე, პირველად ტელეკომპანია...

ღარიბაშვილი: ავღანეთს ქართველი ქვედანაყოფები სექტემბრამდე დატოვებენ

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა ავღანეთში 860 ქართველი სამხედრო მსახურობს, რომლებიც მისიას...

უკრაინაში ავარიას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მათ ზუგდიდში, სავარაუდოდ, ზეგ...

იონათამიშვილი გახარიას გუნდზე: მორალურად სწორი იქნება, მანდატებიც დატოვონ

ქართული ოცნების წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მორალური იქნება, თუ გახარიას გუნდის წევრები მმართველი...

ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან – ცერცვაძე

ჩვენ ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან, მესამე ტალღის საწყის ფაზაზე , - ამის შესახებ თბილისის...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო