თუ სასწაულ დარღვევას არ აკეთებ, შეუძლებელია ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს – კალაძე განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე „თუ სასწაულს არ ჩაიდენ“, ავარია შეუძლებელია.

მერმა განმარტა, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალებას აქვს საკუთარი სამოძრაო ზოლი და ამიტომ ავტოსაგზაო შემთხვევა შეუძლებელია.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ვინც ერთხელ მაინც გაიარა ამ მონაკვეთზე, ცხადია, ადამიანს გაუჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს მსუბუქ ავტომობილს?! ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყველას აქვს თავისი ზოლი და თუ რაღაც სასწაულს არ ჩადიხარ და სასწაულ დარღვევას არ ჩადიხარ, შეუძლებელია ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა სხდომაზე ავტოსაგზაო შემთხვევების კადრები წარმოადგინა. მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილების დაჯარიმება დაიწყო.

„დაწყებულია უკვე დაჯარიმება, ჩართულია ვიდეოკამერები, სადაც ყველა დარღვევა ფიქსირდება და რა თქმა უნდა, დაჯარიმებულ ადამიანებს ყველაფერი ოფიციალურად მიუვათ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი  დაუდასტურდა....

ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვის გამო, პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი დააკავეს

სოფელ საკობიანოსთან მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი მუთოშვილი დააკავეს. დაკავებულს გამოძიება ორი...

ქარელი-ხაშურის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა – გარდაცვლილია 1 პირი

ქარელი-ხაშურის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 11 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

ივანიშვილმა რუსების დავალებით გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა – უგულავა

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ადგილობრივებს შეხვდა და...

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3306-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია...

ენმ-ს წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ

ენმ-ს წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, საკუთარ სახლთან, თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, ლაშა...

“გპირდებით: ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი“–გვარამია ოცნებას მათი რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ქართულ ოცნებას მათი არხის რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს, რომელმაც არხთან...

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მამაკაცი სამშენებლო კომპანია "ელისში" ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე...

სხვა სიახლეები

“ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო