“მინდა, პირველ რიგში, გავიხსენოთ, რომ 31 წლის წინ, 9 სექტემბერს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ბრძანებულება, რათა თავდაცვის სამინისტროს დაეწყო ეროვნული არმიის ჩამოყალიბება.

ეს დიდი დღეა, თუმცა ეს იყო იმ ეროვნული არმიის და ეროვნული გვარდიის მხოლოდ აღდგენა, რომელიც 1918 წლიდან არსებობდა, აღდგენა იმ ჩვენი ღირსეული ჯარისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა ამ ქვეყანას. მინდა ეს დღე მოგილოცოთ ყველას – თქვენ და ჩვენ მოქალაქეებს, რადგან თუ სახელმწიფო არსებობს, არსებობს სწორედ იმიტომ, რომ მას გააჩნია ღირსეული ჯარი.

ასევე, მინდა მივუსამძიმრო წვრთნებში მონაწილე დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, 70 წლის მანძილზე გაერთიანებული სამეფოს უცვლელი და ღირსეული უმაღლესი მთავარსარდლის გარდაცვალების გამო.

წელს საქართველოში მეექვსედ ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 20 ქვეყნიდან 2400-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.

წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში საიუბილეო წელია. ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი შეუსრულდა. წვრთნების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ვფიქრობ, ერთგვარად აერთიანებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების ყველა პოზიტიურ ეპითეტს.

დიახ, ეს სამი ათეული წელი ნამდვილად მაგალითია ორმხრივი ღირსეული პარტნიორობისა და ვერავითარი საწინააღმდეგო მოსაზრება ვერ დააკნინებს და შეარყევს ამ ურთიერთობას და მის მომავალს.

დღეს ევროპასა და ჩვენს რეგიონში- უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ასეთი მასშტაბის მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

„ღირსეული პარტნიორი 2022“ სწავლებაში მონაწილე ქვეყნები შესაძლებლობას გვაძლევენ გავზარდოთ ჩვენი მზაობა და შესაძლებლობები შავი ზღვის რეგიონის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

დღეს დასრულდა 12 დღიანი სწავლება. ჩვენ ყველანი მოწმენი გავხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და უმაღლესი დონის სამხედრო მომზადებისა, რომლითაც გამოირჩევა სწავლების უკლებლივ ყველა მონაწილე.

მადლობას მოვახსენებ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობასა და ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობას წლევანდელი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების სამაგალითო ხელმძღვანელობისთვის.

მადლობას მოვახსენებ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს სწავლების მხარდაჭერისთვის, რითაც უზრუნველვყავით „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის წარმატებითი განხორციელება.

მადლობა მრავალეროვნული სწავლების ტრადიციულ პარტნიორებს და მათ, ვინც წელს პირველად მონაწილეობს ამ მნიშვნელოვან წვრთნებში.

იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები მრავალეროვნული სწავლების ისტორიაში წელს პირველად მონაწილეობენ. ასევე, პირველად ჩაერთო სწავლებაში ლიეტუვა, პოლონეთი, უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადის პირადი შემადგენლობა. ეს ყოველივე კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია!

ეს, კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოს, როგორც ღირსეული პარტნიორის როლი უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.

მწამს, რომ პარტნიორობისა და ერთობის ძალას ვერაფერი შეარყევს. საქართველო მომავალშიც ღირსეულ და საიმედო პარტნიორობას გასწევს ჩვენს რეგიონში, შავ ზღვასა და მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერების სფეროში, რამეთუ მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს.”

განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ სწავლების დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს “არმიაზე ფეიკების გავრცელებისთვის“ 8.5 წელი მიუსაჯეს

პოლიტიკოს ილია იაშინს (რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნის  აგენტად აღიარებული) 8.5 წელი...

“დოჟდის“ჟურნალისტს ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს.ის საქართველოში ცხოვრობს

ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესასვლელად „შავ სიაში“ შეიყვანა ტელეარხ „დოჟდიდან“ (რუსეთში შეტანილი „უცხოური...

ლუკაშენკოს თქმით, 2020 წელს NATO-ს ბელარუსის დაპყრობა სურდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ 2020 წელს NATO-ს ბელარუსის დაპყრობა სურდა. "თქვენ ამისთვის ...

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, მთავრობა უკრაინაში გენერატორებს აგზავნის

საზოგადოებისგან კრიტიკის შემდეგ, მთავრობა, მთავრობა გენერატორებს შეისყიდის და უკრაინაში გაგზავნის. საკითხის შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე...

დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს – პუტინი

"დასავლეთმა წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში, ფაქტობრივად, ეს ქვეყანა კოლონიად აქცია. ახლა კი ცინიკურად...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 14 დეკემბრამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. სააკაშვილის სასამართლო, სადაც მსჯელობა უნდა დაწყებულიყო...

აბასთუმნის მაგალითმა წარმოაჩინა, როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუციებს – TI

ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად იყენებს, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს,...

ლუგანსკის ოლქის გათავისუფლება რუსი ოკუპანტებისგან ძალიან რთული იქნება – გაიდაი

"იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არის მომზადებული რუსული ჯარი, ძალიან რთული იქნება. ძალიან მინდოდა, რომ...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...