თუ შეგცივდათ ან მოგწყურდათ, ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება თქვენთვის-გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტირი აქციის მონაწილეებს, მის სტუდენტებს მიმართავს –  ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება თქვენთვის – წერს გიორგი კეკელიძე.

“დღეს იმ აქციაზე, მეორე აქციაზე – აი, ღამით რომ იმართება, როგორც გამანდეს, არაერთი ჩემი ყოფილი და ახლანდელი სტუდენტი მიდის. შეიძლება, ზოგჯერ მე მომწონდეს ან არ მომწონდეს რაღაც კონკრეტული ნაბიჯი, ემთხვეოდეს ან არ მათ ფიქრსა და განწყობას ჩემი ფიქრი ხანდახან, მაგრამ ისინი, ეს ვიღაცისთვის ახირებული ხალხი მე ძალიან მიყვარს. და მიყვარს არამხოლოდ სუბიექტურად – ხვალინდელი საქართველო მათ უნდა ააშენონ. ეს გარდაუვალი ამბავია. შესაბამისად – სულ მათ მხარეს ვარ და ამიტომაც, გავიმეორებ იმას, რაც ადრეც მითქვამს – ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება თქვენთვის – თუ შეგცივდათ ან მოგწყურდათ ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ. და კიდევ, ერთი პროზაული და მობეზრებული, მაგრამ აუცილებელი რამ უნდა გითხრათ – აუცილებლად დაიცავით დისტანცია და გაიკეთეთ პირბადე. კორონა-ვირუსი ვერ არის სახუმარო საქმე – ამ დღეებში მისი სივერაგე არაერთმა ჩემმა ახლობელმა გამოსცადა.

არც ყველაზე მამაცი კაცი მგონია თქვენს შორის თავი და მით უმეტეს – არც გმირობაა ჩემი ოცნება. ერთი უბრალო თქვენგანი ვარ, რომლისთვისაც სამყაროს ცენტრში გუშინაც იდგა, დღესაც დგას და ხვალაც იდგება ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი. იმ წიგნებში, ეს ბიბლიოთეკა რომ ინახავს, უფრო სწორედ, იმ წიგნთაგან საუკეთესო წიგნებში, სწორედ ეს წერია.

p.s. მედიასთან დამატებით კომენტარები არც შარშან გამიკეთებია და არც წელს ვაპირებ განგრძობით პოზირებას, ერთი ჩვეულებრივი განცხადების გამო. რაც წერია, მგონი, სრულიად ცხადი და გასაგებია. კარს რაც შეეხება, ბუნებრივია, დაკეტილი დაგხვდებათ, უბრალოდ ძლიერად დააკაკუნეთ და ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები, ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვის წევრები შეგეგებებიან. თუ არადა და აქვე მომწერეთ- წერს გიორგი კეკელიძე”- წერს გიორგი კეკელიძე.

დღეს, 9 ნოემბერს, 22 საათიდან დედაქალაქში კომენდანტის საათი უნდა ამოქმედდეს თუმცა ახალგაზრდების ნაწილი რუსთაველის გამზირზე 22 საათის შემდეგაც აპირებენ დარჩერნას და პროტესტის გაგრძელებას.

ავლაბარში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა, სავარაუდოდ, ჰყავს მძევლები

ავლაბარში საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მას სავარაუდოდ აყვანილი ჰყავს მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია....

მთავრობა ქმნის საბჭოს, რომელიც ნამახვამჰესის კვლევებს განიხილავს

ნამახვამჰესის მშენებელმა კომპანია ენკა მზადაა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად...

გიორგი მუმლაძის საქმე: პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, გიორგი მუმლაძის პროცესი...

ხუხაშვილი: თანაგუნდელები გახარიას მისივე ბარით ენერგიულად მარხავენ

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, ოპონენტების პოზიციები გახარიას სასარგებლოდ მუშაობს, თუმცა მას თანაგუნდელები თავისივე ბარით...

სუს-ი: ქუთაისში რადიოაქტიურ ნივთიერებას ყიდდნენ, დავაკავეთ 2 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ქუთაისში ორი...

16 აპრილი: დადასტურდა COVID-19-ის 1077 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,   442 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა. 16...

ხუნდაძე გახარიას გუნდზე: მიატოვეს გუნდი და ამომრჩეველი, მადლობის თქმაც ვერ მოასწრეს

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ უმრავლესობის დაშლის "თეორიული შანსიც კი არ არსებობს". მისივე...

კობახიძე: შევხვდით სენატორ შაჰინს და ჯონსონს, მათ რჩევებს გავითვალისწინებთ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სენატორებთან შეხვედრა ჰქონდათ, მათ რჩევებს კი გაითვალისწინებენ. "გვქონდა...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო