“ივანიშვილის რეჟიმის გარღვევა შესაძლებელია ერთადერთი გზით“–გვარამიას წერილი ციხიდან

როგორ უნდა დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი – ამის შესახებ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ციხიდან წერს. მისი აზრით, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში გადამწყვეტი დასავლეთის სანქციებია:

“ივანიშვილის რეჟიმის გარღვევა შესაძლებელია ერთადერთი გზით: როცა შიგნიდან წნეხია აქციების სახით, ხოლო გარედან პრესია სანქციების სახით. ხაზგასმით, ორივე ფაქტორი თანაბრად და გადამწყვეტად მნიშვნელოვანია და აძლიერებს და განაპირობებს ერთმანეთს.
შთაბეჭდილება მრჩება (იმედია, მცდარი), რომ სანქციების ნაწილზე მუშაობა, გარკვეულწილად, მეორე პლანზე გადავიდა და ძირითადი აქცენტი გადატანილია შიდა წნეხზე. თუ ჩემი შთაბეჭდილება სწორია, მაშინ ტაქტიკური თვალსაზრისით ეს შეცდომაა, რომელიც ზრდის ივანიშვილის რეჟიმთან მარცხის რისკებს. თან, უკვე არა პოლიტიკური სპექტრის, არამედ – მთელი საზოგადოების მარცხის რისკებს. არა ორი ან ოციათასიანი შეკრებით იმედგაცრუების, არამედ 120 ათასიანი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი შეკრებით იმედგაცრუების რისკებს. ეს კი ძალიან გაამყარებს ივანიშვილის დაუმარცხებლობის მითს, გამოიწვევს ფრუსტრაციას და საკუთარი ძალების რწმენის მძიმე ეროზიას. ამიტომაც, ივანიშვილი ახლა ითამაშებს გამძლეობაზე და ფსონს დადებს ფსიქოლოგიურ და პროპაგანდისტულ წნეხზე, მუხტის ჩაქრობაზე, გადაღლაზე. ამიტომაც, ივანიშვილის დამარცხების მთავარი წინაპირობა მისთვის „კუნთების“ სწრაფად შემოცლაა. ეს კუნთები ძალოვანი, სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოებია – ის, რაც ქმნის ოლიგარქის რეპრესიულ მანქანას, რომლის მეშვეობითაც ივანიშვილი ახორციელებს ქვეყნის ეფექტურ კონტროლს.

მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება, სწრაფად და ეფექტიანად ჩამოშლის ამ რეპრესიულ მანქანას. თუ არ იარსებებს დარბევის ბრძანების გამცემი და შემსრულებელი, ოპონენტის პოლიტიკურად მდევნელი და დამჭერი, ოლიგარქიული სისტემა იქცევა გოლიათად თიხის ფეხებზე. ამასთან, სუსტი ივანიშვილი, შეუქცევადად დაიწყებს პოლიტიკური გავლენის დაკარგვას, პირველ რიგში, საპარლამენტო უმრავლესობაზე. ყველაფერი ეს არ დაუტოვებს მას ხელისუფლების სწრაფი და მშვიდობიანი გადაბარების ალტერნატივას.
ივანიშვილის დამარცხების გასაღები მის შიშებსა და თვითგადარჩენის ინსტიქტშია. ეს კი, მხოლოდ აქციებით, რთულად მისაღწევი ამოცანაა. სანქციები უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ამ მხრივ. არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის, რომ თავად ივანიშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია პერსონალური სანქციები და რაც უფრო დაბლა დაიწევს ეს მახვილი, მით უფრო „დამყოლი“ გახდება ოლიგარქი. ეფექტურად, ეს ყველაფერი, უმოკლესი გზაა რეალური დეოლიგარქიზაციისკენ.

PS გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერი შიდა აქტივობა გარკვეულწილად მოწყვლადია ივანიშვილის რუსული სტილის პროპაგანდისტული მანქანის წინაშე. მეორეს მხრივ კი, ეს სიცრუის მანქანა სრულიად უძლურია საერთაშორისო ინსტრუმენტების წინააღმდეგ. დასავლეთი არა თუ რეზისტენტულია ოცნების პროპაგანდის მიმართ, მეტიც – როგორც ბოლო მოვლენები ცხადყოფს, მძიმედ უპირისპირდება და პასუხობს მას.“–წერს ნიკა გვარამია.

ყველას შეიძლება სისხლი ჩაექცეს ტვინში, ინფარქტი დაემართოს, ფეხი მოიტეხოს – ამის ტოლფასია სტიქია –...

"ყველა ადამიანს, ნებისმიერს შეიძლება ტვინში სისხლი ჩაექცეს, ინფარქტი დაემართოს, უცბად. ტრავმა მოუვიდეს, გარეთ გავიდეს...

ოთარ ფარცხალაძე სუს-ში იმყოფებოდა

აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ,...

მინისტრის ცრუ ჩვენებაა, მოგიწევთ დამოუკიდებელ სასამართლოში საუბარი – ბოკუჩავა

"უნდა ვაღიარო, დიდი მოლოდინი თქვენი პასუხით სარწმუნო ინფორმაციის მიღების არ მქონდა, მაგრამ ამდენ ტყუილსაც...

კიევსა და ვარშავას შორის დაძაბულობა იმატებს, სამწუხაროდ ორივე ქალაქი რუსოფობიურია – პესკოვი

"ვხედავთ რომ კიევსა და ვარშავას შორის გარკვეული დაძაბულობაა, ჩვენი პროგნოზით ეს დაძაბულობა გაიზრდება. სამწუხაროდ ორივე...

ფრანგულმა კომპანიამ პირველი ვერტმფრენი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უნდა მოგვაწოდოს – გომელაური

"რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების საკითხს, არაერთხელ გავაცანით საზოგადოებას ჩვენი გეგმებისა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ...კიდევ...

“ყველას ავირჩევდით, ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი” – მდინარაძე სებ-ის კანდიდატებზე

"ინსტიტუტი გადარჩა. ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა. ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც, გულწრფელად გეუბნებით,...

ვწუხვართ – დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია – ო’ბრაიენი

"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა ეფესბესთან ,...

ჩინელებთან კორუფციული გარიგება მარტივია და კორუფციისთვის ემზადებით – სამადაშვილი

„საზოგადოებას რომ ესმოდეს, რეალურად, რა მოხდა ანაკლიის პორტთან მიმართებით - მაშინ, როდესაც ეს მართლაც...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...