ივანიშვილის რეჟიმს არ ეყოფა გამძლეობა, ხანგრძლივ პროტესტს გაუძლოს – ნიკა მელია

“ივანიშვილის რეჟიმს არ ეყოფა გამძლეობა, ხანგრძლივ პროტესტს გაუძლოს” – ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდომარე,  ნიკა მელია ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

”პროცესი ჩვენი გეგმით მიდის. ივანიშვილის რეჟიმმა იცის, რომ არ ეყოფა გამძლეობა ხანგრძლივ პროტესტს გაუძლოს.

8 ნოემბერს მათ ჩვენი მრავალათასიანი აქციის წინ სააკაშვილის გატაცება და გლდანში გადაყვანა იმიტომ დაგეგმეს, რომ გამწარებული ხალხის კოლონები ციხესთან მისულიყო, იქ პროვოკაციას მოგვიწყობდნენ და მასობრივი დაჭერებით ჩაახშობდენ მოძრაობას, ასევე მიშასაც პროვოკაციას მოუწყობდნენ ციხის შიგნით. მიზანი აქვთ რაც შეიძლება მალე ჩაგვითრიონ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რადგან მხოლოდ ძალა ერჩით და ეშინიათ, რომ მალე თავად პოლიციაც აღარ დაემორჩილებათ. ამიტომ, ჩვენი მიზანია თავიდან ავიცილოთ ასეთი დაპირისპირება, ძმათა შორის მუშტიკრივი. ჩვენ არაძალადობრივად გამოვაცლით მათ პოლიტიკურ ძალაუფლებას და დავუბრუნებთ ხალხს.

ჩვენი გეგმა ყოველდღიური პროტესტია, რომელიც ფიტავს და ასუსტებს რეჟიმს. ათასობით ადამიანი მზადაა ეს ყოველდღე აკეთოს, ათი ათასობით მზადაა შემოგვიერთდეს დიდ საპროტესტო დემონსტრაციებზე, რომელსაც ასევე ვგევმავთ. თავის პროტესტს გეგმავს ძალიან ბევრი ჩვენგან დამოუკიდებელი ჯგუფი. ეს ერთი დიდი ტალღა იქნება, რომელიც მარტო საპოლიციო ძალის იმედად დარჩენილ რეჟიმს ჩამოანგრევს. ადამიანებს ესმით, რომ ეს ბრძოლა, მიშას დახსნასთან ერთად სხვა ბრძოლაცაა – ვიქნებით ჩვენ ნორმალური დემოკრატიული დასავლური ქვეყანა თუ რუსეთის უკანა ეზო. ყველას ესმის, რომ მიტაცებული არჩევნებით, დატყვევებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მოსკოვის ომონის მეთოდებით მოქმედი პოლიციით, ანტიდასავლური იდეოლოგიით გაჯერებული რეჟიმი რუსეთის მსახურია. ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, გარდა ივანიშვილის პირადი საძაგელი და არაკაცული შურისძიებისა – არის ძღვენი პუტინს

კარგად ჩანს, მიშას სიძლიერე და სიმტკიცე. როგორ ახერხებს ტყვეობაში მყოფი ადამიანი ბრძოლას და სისტემის ნგრევას. ეს მაგალითი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, მაგალითი სიმტკიცისა და გაუტეხლობის. კარგად ჩანს როგორ იქცევა სისტემა, როგორ აფთრებივით დასტრიალებენ თავს მაგრამ ვერაფერს აკლებენ. რეჟიმის გავრცელებულივე კადრები ბოლოს უღებს რეჟიმს. ეს კადრები არის მაგალითი მათი ველურობის, სიცბიერის, მატყუარობის, ფლიდობის და მეორე მხარეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გაუტეხლობის პუტინის ჯალათების წინაშე

რამდენადაც ამაზრზენი არ უნდა იყოს ღარიბაშვილი ან კობახიძე, კალაძე, ბრეგაძე… ფოკუსი არ უნდა დაგვეკარგოს! ეს ხალხი დაქოქილი ბოროტი თოჯინები არიან. მარიონეტები. ყველა უბედურების სათავე არის ერთი კაცი – ივანიშვილი (რომელიც უკვე კაცმა არ იცის სად არის) ისაა შემოქმედი ამ ტიპის ქვეყნის, რომელიც ვერ ვითარდება, ღარიბდება, სიძულვილის ტყვეობაშია. მოსმენები, ძალადობა, უტიფრობა, ინსტიტუტების ნგრევა – ყველაფერი ივანაშვილია. ახლა რაც ხდება ესეც 100% ივანიშვილია. ის ჩიტოც, კუპატაძეც, გოგა მემანიშვილიც, სერგო ბზიშვილიც, ვაჟა სირაძეც, ყგელა მოძალადე პოლიციელიც ივანიშვილია. ისაა მთავარი კრიმინალი. 90 იანი წლების რუსეთში კრიმინალური აბშიაკის ბანკირი”- განაცხადა მელიამ.

მაკრონი ზელენსკის ესაუბრა და მეტ იარაღს დაჰპირდა

სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უახლოეს...

რუსეთში იძულებით 1,3 მილიონზე მეტი უკრაინელი გადაასახლეს – უკრაინის სახალხო დამცველი

"გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელთან განხილვის თემა იყო 1 მილიონ 300 ათასზე მეტი უკრაინელის რუსეთში...

გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა – Amnesty International

"განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა" - ასე აფასებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია,...

რუსეთი ”აზოვის” ბატალიონის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს

რუსეთის გენერალური პროკურატურა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მიმართავს, "აზოვის" ბატალიონი  "ტერორისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადოს და რუსეთის...

გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება – ხვალ, 19:00 საათზე მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება

18 მაისს, 19:00-ზე, მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება....

პოლიციამ გიორგი მჟავანაძე დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – “სირცხვილია”

მოძრაობა "სირცხვილიას'' დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციამ დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას ამის შესახებ...

შერჩევითი სამართალი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ არჩევანს – ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება გვარამიაზე

''მთავარი არხის'' გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ და აღნიშნავენ,...

მოგვცით ნებართვა სააკაშვილის პოლონეთის კლინიკაში გადმოყვანის, ხელისუფლება მკურნალობაში ხელს უშლის – პოლონელი დეპუტატი “ოცნებას”...

"მოგვცით ნებართვა სააკაშვილის პოლონეთის კლინიკაში გადმოყვანის"- ასე მიმართავს, პოლონელი დეპუტატი მალგოჟატა გოშევსკა "ქართულ ოცნებას....

უსახლკარო მილიარდერი– აბრამოვიჩს სახლი პორტუგალიაშიც დაუპატიმრეს

პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სახლი დააპატიმრა, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამის შესახებ გაზეთი Público წერს. სახლი ალგრავის რეგიონში, ქალაქ კინტა–დუ–ლაგუში, პორტუგალიის სამხრეთით...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...