ივანიშვილი ვირთხასავით გაიქცა, კიდევ უფრო ახლოს ვართ რიგგარეშე არჩევნებთან – უგულავა

“ივანიშვილი ვირთხასავით გაიქცა, კიდევ უფრო ახლოს ვართ რიგგარეშე არჩევნებთან “- ასე აფასებს, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წასვლას.

“ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც ისედაც აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, მოჩვენებითი თუ რეალური თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილის ლეგიტიმაციის პრობლემა კიდევ ათჯერ და ასჯერ უფრო მწვავედ დგება.

შესაბამისად, მე ამას ასე ვუყურებ – ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან.ქართველმა ხალხმა ვირთხის წელიწადს გამოუტანა წირვა ბიძინა ივანიშვილს, მან იჭირვეულა და ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა. მაგრამ არსი არ შეცვლილა, ის დამარცხდა არჩევნებზე, როგორც ვირთხა და შემდეგ მიისაკუთრა ძალაუფლება.

ბიძინა თავს გვაჩვენებს თუ მართლა მიდის – თავისთავად ცხადია, რომ სანამ მორიგი მთავარი პროკურორი შოთაძე ან რომელიმე მურუსიძე მის მისაღებში იდგება სქელი საქაღალდეებით, ვინ დაიჭირონ და ვინ გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება.

ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ ქვეყანას გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასახდელად.

უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როცა შენი მმართველობის დროს ეროვნული ვალუტა თითქმის 2,5-ჯერ გაუფასურდა, რამაც მოსახლეობა გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო.

უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა გაქცევა მაშინ, როცა ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, მიტაცებულია ეს თუ არა, შენზე და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა.

უაპსუხისმგებლობაა, როცა ქვეყანას კრიმინალი ძიძგნის და შენ ასე ფეისბუქ პოსტით მიდიხარ.

ვინც 41 ნომერი შემოხაზა, შემოხაზა არა ქართული ოცნების რომელიმე ახალი ან ძველი სახის გამო, შემოხაზა ბიძინა ივანიშვილის გამო.

ვინც ივანიშვილს მიეცით ხმა – მან გიღალატათ ზურგი გაქციათდაგტოვათ პანდემიის წინაშე, გაგწირათ და მოგატყუათ და დატოვა ეს ერთპარტიული პარლამენტი”. – თქვა უგულავამ.

“სახლში მივფრინავთ” – ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ის მეუღლესთან ერთად ბერლინიდან უკვე გაფრინდა და...

საიას ახალი თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის...

გირჩი – მეტი თავისუფლება: დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა, აღდგეს სატრანსპორტი მიმოსვლა

"გვაცადეთ მუშაობა!" – ამ მოწოდებით "გირჩი – მეტი თავისუფლება" განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცადებით, გირჩი პანდემიის...

შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა – მაშველები ეკიპაჟის წევრების გადარჩენას ცდილობენ

შავ ზღვაში, თურქეთის პროვინაცია ბართინის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. მაშველები გემის ეკიპაჟის 15...

როგორი ამინდი იქნება 23 იანვრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან...

არ შეიძლება, ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს, ახსნან, რას წარმოადგენს – მეუფე თეოდორე

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე აცხადებს, რომ "არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს." მისი თქმით,...

მათი გავლენა მსოფლიოში ნულია, კომპეტენცია არ აქვთ – ჩალაძე ხელისუფლებაზე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომპეტენცია და მსოფლიოში გავლენა...

პანკისში კაცი მოკლეს

პანკისში, სოფელ დუისში კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ნათესავებს შორის ურთიერთდაპირისპირებას მოჰყვა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო