ივანიშვილმა იპოდრომი გაყიდა, თუმცა თვითონვე იყიდა

ბიძინა ივანიშვილმა საბურთალოზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გაყიდა. მას  შპს “ინვესტ კაპიტალი” ფლობდა, რომლის ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია. ის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”. ტრანზაქცია 19 ივნისს შესრულდა.

ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომი 60 მილიონ ლარად  გაყიდა და მისივე ფონდ “ქართუს“ მიყიდა.  რა მიზნით განხორციელდა ყიდვა–გაყიდვა, უცნობია. ქალაქის ცენტრში მდებარე 40 ჰექტარი ფართობი 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაა. თუმცა დღემდე მილიარდერს არაფერი უთქვამს, რას უპირებს ტერიტორიას. ყოფილი იპოდრომის გარშემო აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები, თუმცა მოსახლეობა იპოდრომის ტერიტორიას დღემდე სარეკრიაციო ზონად იყენებს. რამდენიმე წლის წინ გაჩნდა იდეა, იპოდრომის ტერიტორიაზე ქალაქის ცენტრალური პარკი გაშენებულიყო. ამ მოთხოვნით მოსახლეობამ პეტიციაც შექმნა და ივანიშვილს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზა. თუმცა ამ ინიციატივას გაგრძელება აღარ მოყოლია.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს გარიგება ან ფულის გათეთრების სქემაა, ან ივანიშვილი წინასაარჩევნო ნაბიჯს ამზადებს და შესაძლოა იპოდრომი ქალაქს მართლაც გადასცეს ცენტრალური პარკის გასაშენებლად.

რა ვქნა, ოცნებამ რაღაც თქვა და გამოვიდე ახლა მიშელის შეთანხმებიდან? – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისთვის 19 აპრილის შეთანხმება კვლავ არსებობს. "რა ვქნა...

ოპონენტები ვერ ეღირსებიან, დააშორონ საქართველო ევროპასა და აშშ-ს! – კობახიძე

"რაც შეეხება ჩვენს მთავარ ოპონენტებს, მათი ერთადერთი ინტერესია, რომ რამენაირად გააკეთონ იგივე, რაც გააკეთეს...

ევროკავშირს დასჭირდება საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გადახედვა – კრამონი

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება საკუთარ პირობას არღვევს. შეთანხმების ანულირება არღვევს ნდობას...

გორში “ოცნების” მერობის კანდიდატი მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი იქნება

ქართულმა ოცნებამ 63 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა. გორში მმართველი პარტიის კანდიდატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე,...

რომც ავიღოთ 3% ლელოსავით, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა,...

ქართულმა ოცნებამ 63 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა – სია

ქართულმა ოცნებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა. 63 მუნიციპალიტეტში კანდიდატები არიან: რუსთავი...

თუ უნდა, სამივე დააყენოს [გახარიამ] – კალაძე არველაძეებზე

მედიაში რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტიიდან აჩი არველაძემ...

უნდა ითქვას, რომ კი არ სცდება, საქართველო ასცდა ევროპულ გზას – ჯაფარიძე პარტნიორებს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს განცხადება ოცნების მიერ შეთანხმების...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...