ივანიშვილს და სააკაშვილს ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ, სპეკულაცია და შეურაცხყოფაა – კობახიძე კუბილიუსის განცხადებაზე

“ივანიშვილს და სააკაშვილს ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ, სპეკულაცია და შეურაცხყოფაა”- ასე აფასებს, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.

„როცა საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ისხდნენ თურმე ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ საააკშვილი, ეს რა თქმა უნდა, სინამდვილის გამრუდებაა, მისი მცდელობაა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არის გასული. შესაბამისად, ეს სპეკულაციური განცხადებაა, პირდაპირ ასე ვიტყოდი, როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ამბობ, რომ უნდა შემობრუნდეს პოლიტიკაში და მოლაპარაკების მაგიდასგან დაჯდეს. ბუნებრივია,ასეთი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის.კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ისმხვერპლა. ასევე ჯანმრთელობა, ბიზნესი, ღირსება და დაგვაკარგვინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%.მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ეს დანაშაულებრივი სისტემა აღკვეთა და საქართველოს მოაშორა. როდესაც ამ ორ ადამიანს ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ, რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაციაა და შეურაცხყოფაა“,-განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

„გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის”, – თქვა კუბილიუსმა “ფორმულას” ეთერში.

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მას თბილისის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი,...

სტურუა: თეატრიდან არ მივდივარ, გამაგდეთ და წავალ!

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა წერს, რომ თეატრიდან წასვლას არ აპირებს. "დამშვიდდით,...

თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველო კვლავაც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველია. "პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად,...

წილოსანი გახარიას 6 თანაგუნდელზე: დატოვონ პარლამენტი

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ გახარიას თანაგუნდელმა 6-მა დეპუტატმა პარლამენტი უნდა დატოვოს. "მივიჩნევ, რომ...

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა...

კალაძე: კვლევები ჩავიტარე, ყველანაირად კარგად ვარ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ კვლევები ჩაიტარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. "დამატებით კვლევები...

თვეში ადამიანს მინიმუმ 178 ლარი სჭირდება – საქსტატის მონაცემები

საქსტატი საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტში, საშუალო მომხმარებლის...

“გვესმის მინიშნება” – რა უთხრეს კობახიძეს პარტნიორებმა აშშ-ში

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პარტნიორებისგან მიიღო მინიშნებები, რომ...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო