იმნაძე: რად უნდა ტესტი აცრის წინ, ინფიცირებულიც რომ აიცრას, დაავადება უფრო მსუბუქად წავა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ადამიანები აცრის წინ ტესტს, ზოგჯერ კი ანალიზებს იკეთებენ, რასაც საფუძველი არ აქვს.

“ვუყურებთ, რა ხდება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, როგორ იცრებიან ადამიანები. იცრებიან ქუჩაში გაშლილ “ტენტებში”, სტადიონებზე, სპორტულ დარბაზებში, ეკლესიებში. რის ტესტი, რა ტესტი, სადმე თუ უნახავთ, ვინმეს თუ გაუგონია, ზოგი ანალიზებს უნიშნავს აცრის წინ, ზოგი ტესტიო, რად უნდა ტესტი, ამიხსნას ვინმემ, ხომ შეიძლება ცოტა საფუძველი ჰქონდეს ამას, ტესტი რატომ უნდა გაიკეთო აცრის წინ”,– თქვა პაატა იმნაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს პირველი აცრის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ და მათ მსუბუქად გადაიტანეს.

“ვიღაც, ვთქვათ ინკუბაციურ პერიოდში იყო, როდესაც აიცრა… სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი და ჰგონია, რომ… ეგრე არ არის, აცრის მერე პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ. აქედან გამომდინარე, ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ თავს. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ავად ხდებიან და საბედნიეროდ, ძალიან მსუბუქად გადაიტანა ყველამ, ის აცრა მაინც თავს საქმეს აკეთებს. ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ჯერ არ იცოდეს, პირიქით, თუ აიცრება, ის იმასაც კი უშველის და [დაავადება] უფრო მსუბუქად წავა”,– აღნიშნა იმნაძემ.

 

დარწმუნებულები ვართ, დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას – თურნავა

"რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას. როდესაც ვსაუბრობთ უახლოეს ათწლიან გეგმებზე, პანდემიის დაძლევაზეც...

მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციაში 11.5 მლნ გადაიხადოს

თბილისის მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 11 563 373 ლარი...

ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა – ოხანაშვილი დეგნანზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება და...

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

ირანის პრეზიდენტი მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი გახდა. რაისი არის ირანის მთავარი მოსამართლე და...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ...

მთავრობამ მოითხოვოს გაეროს უშიშოროების საბჭოს მოწვევა – ნათელაშვილი აიბღას ანექსიაზე

"როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სდუმს მომაკვდავი საქართველოს ხელისუფლება. არცერთი პროტესტი, არცერთი განცხადება. მე მოვითხოვ, საქართველოს...

არ უნდა მოესმინათ, ეს ჩანაწერები არ უნდა არსებულიყო – ხვიჩია ბერა-ღარიბაშვილის ჩანაწერებზე

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება პროკურატურის განცხადებას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის...

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციოდ 826 000 დაიხარჯა, თუმცა სარემონტოა – ფლანგვის დეტექტორი

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე 826 078 დაიხარჯა, თუმცა მეტრო...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...