“იმ ადამიანებთან, რომლებიც უზრდელობენ და ტყუიან, სასაუბროდ არ დავჯდები“– გიორგი ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილისგან ბოდიშს ელოდება

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის არ აპირებს იმ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ვინც შეურაცხმყოფელ და ცრუ განცხადებებს ავრცელებენ.

“ღამის კურიერში” სტუმრობისას გიორგი ვაშაძემ დაასახელა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელთანაც ერთ ფორმატში საუბარს არ აპირებს. ვაშაძე ოქრუაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

“მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ნამდვილად აკლია პოლიტიკური კლასიც, განვითარებაც, ცოდნაც შეიძლება აკლია, პროფესიონალიზმიც. სალაპარაკო რომ არაფერი არ აქვს, შეუძლია რომ იუზრდელოს, შეუძლია რომ ჟარგონები გამოიყენოს და ტყუილები ისაუბროს სხვაზე, რაღაცა დააბრალოს ადამიანს. ეს პროცესი არის ძალიან ცუდი. როგორც ჩანს, ზოგიერთი ადამიანი თავის ადგილს პოლიტიკაში ხედავს, რომ რაც უფრო ეპატაჟურ განაცხადს იტყვის, მით უფრო მეტს ისაუბრებენ მათზე. ამიტომაც არის, რომ მხარდაჭერა არ ექნება არასდროს ასეთ პოლიტიკოსს.

ჩვენ თანაგუნდელები არ ვართ, არც ვყოფილვართ და არც ვაპირებთ ასეთ ადამიანებთან ერთად ერთ გუნდში ყოფნას. ერთი მაგიდასთან ვისხედით იმ უფრო დიდი პრობლემის საწინააღმდეგოდ, რომელშიც ვიყავით. პირდაპირ ვამბობ, ასეთ ადამიანებთან არც არასდროს განვიხილავ თანაგუნდელობას. არის გარკვეული ტაქტიკური ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ და თუ გააგრძელებენ მსგავს ქმედებებს, უნდა გადაწყვიტოს სხვა დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა, ვისთან ითანამშრომლებენ. მე არ ვაპირებ თანამშრომლობას იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც უზრდელობენ, წითელ ხაზს გადადიან საუბარში და ტყუილებს საუბრობენ. დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა ჩემთან მიმართებაში ტყუილები იკადრა და ამ ტყუილებზე აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადოს. ასეთ ადამიანებთან, რა თქმა უნდა, არ დავჯდები არასდროს არსად სასაუბროთ, მით უმეტეს მათი წარსულის გათვალისწინებით. ყველამ ყველას წარსული, აწმყო და მომავალი ნახოს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ “ღამის კურიერში”.

ვაშაძის ამ განცხადებას წინ უძღვოდა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები თავდაპირველად მამუკა ხაზარაძის, შემდეგ კი გიორგი ვაშაძის მიმართ.

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას არჩევნების 2022 წელს დანიშვნის შესახებ ვეფხისტყაოსნის ციტატით გამოეხმაურა.

“მამუკა ხაზარაძეს:
თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!

მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

2022 არა, 22%-იანი განაკვეთი, ბებიაშენისამ…”,– დაწერა ოქრუაშვილმა Facebook–ზე.

ამ სტატუსის გამო გიორგი ვაშაძემ  ირაკლი ოქრუაშვილს მოუწოდა ლექსიკა გააკონტროლოს.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ნებისმიერ იდეაზე უნდა მსჯელობდეს, ხაზარაძის ლანძღვა კი პოლიტიკას არ სჭირდება. ის ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს ვაჭარი უწოდა, მოუწოდებს, რომ “ლექსიკა აკონტროლოს.”

“პოლიტიკას ნამდვილად არ სჭირდება პერსონალურ შეურაცხყოფებზე გადასვლა. ვგულისხმობ ირაკლი ოქრუაშვილს. ყველა გააკონტროლოს საკუთარი ლექსიკა, მე მოვუწოდებ, იმიტომ რომ თუ ასეთი სიტყვებით საუბარი აზიანებს ოპოზიციასაც, პოლიტიკასაც და აჩენს უნდობლობას. თუ ასეთი ფრაზეოლოგიით საუბრობ პოლიტიკაში, რისი გამკეთებელი ხარ საერთოდ?! ეს არის ჩვენი კულტურა?! იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო და უკანასკნელი”,– თქვა ვაშაძემ ტვ პირველთან საუბრისას.
პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ფეისბუქით უპასუხა:
“პრემიერ-მინისტრ ვაშაძეს უთქვამს ოქრუაშვილმა ოპოზიციასთან მიმართებაში ლექსიკა აკონტროლოსო.
მგლოვიარეა და 40-ის მერე ვუპასუხებ ჩემი ლექსიკით.“–დაწერა ოქრუაშვილმა.

შესაძლებელია, საბოლოო განაჩენს ციხის გარეთ დაელოდონ – წულუკიანი მელაშვილ-ილიჩოვაზე

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმდჯომარე თეა წულუკიანი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის...

პოლიტპატიმრის გამოშვება პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების სიგნალი იქნება – ხოშტარია

ელენე ხოშტარია ეხმიანება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ილიჩოვა–მელაშვილის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა. ხოშტარიას შეფასებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოქალაქეების...

გირაოზე თანახმა ვარ, ბინას ჩავდებთ და გამოვიყვანთ – ივერი მელაშვილის მეუღლე

ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე ამბობს, რომ პროკურატურის შუამდგომლობაზე, რომ მისი მეუღლე გირაოთი გათავისუფლდეს,...

პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. პროკურორის...

ახალგაზრდობის მინისტრი ქვეყნიდან გაქცევის მოსურნე ახალგაზრდებს გააკავებს – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხუმრობით ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ განათლების სამინისტროს...

თუ ვაქცინისთვის მიმართვას არ გაგზავნიან, მოქალაქეები ავიღებთ მართვის სადავეებს – ჩალაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, თუ ხელისუფლება მალტას არ სთხოვს ვაქცინებს, ამას...

ყოველი საათი, რომელშიც არ მივმართავთ მალტას, ნიშნავს, რომ ვაქცინები წავა სხვაგან – ჩალაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მალტის ხელისუფლებისთვის ოფიციალური მიმართვის წერილის გაგზავნა...

ფეიკია, ჩაუწერეს და მისი სახელით დადეს – ოხანაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ვაქცინების მალტისთვის თხოვნასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას "ფეიკს" უწოდებს. „მე...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო