იმ კაცმა გაიგოს, ზვიგენების გარემოცვაში რომ ცხოვრობს, არ გადავშენებულვართ ქართველები – ელისაშვილი

იმ კაცმა გაიგოს, ზვიგენების გარემოცვაში რომ ცხოვრობს, რომ არ გადავშენებულვართ ქართველები, ჩვენში თავისუფლების სიყვარული ძგერს,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ სახლში დავტოვეთ დღეს ჩვენი პარტიები და აქ ერთი დიდი პარტიის წევრები ვართ ყველა. ეს პარტია არის ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს, შეუპოვრობაც ღირს და აქ დგომაც.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა შვილებმა არ იციან, როგორი იყო უშუქო საქართველო და ახლა თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში არჩევნები ტარდებოდეს პატიოსნად. ჩვენ გვინდა ისეთი არჩევნები, სადაც მეორე დღეს დამარცხებული იტყვის, რომ დამარცხდა და გამარჯვებულს მიულოცავს, გამარჯვებული გამოვა, გაამხნევებს დამარცხებულს და იტყვის, რომ მოდი ერთად გადავხვიოთ ხელი და უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძოლოთ და ვიშრომოთო. ასეთი საქართველო გვინდა, პატიოსანი არჩევნები გვინდა საქართველოში და მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყონ გაყალბებული არჩევნები. დაივიწყონ თავად ცნება არჩევნების გაყალებების, ეს გვაწვალებს, ამიტომ ვდგავართ ჩვენ აქ, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ, რომ შინაარსი ჰქონდეს ამ არჩევნებს. სანამ ჩვენსას არ მივაღწევთ ფეხი არ მოვიცვალოთ ამ ბრძოლისგან, მხნედ და შეუპოვრად ვიდგეთ ყველა,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ მან...

შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა – კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს საქმე აკეთონ პროფესიონალებმა "-  - ამის შესახებ...

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას – რატიანი

"კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის...

მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა – პაატა იმნაძე

"მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა"-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ,...

ჩვენი გათვლებით ახლა დღეში 10 000-მდე ახალი შემთხვევა მაინც არის – პაატა იმნაძე

"ჩვენი გათვლებით ახლა დღეში 10 000-მდე ახალი შემთხვევა მაინც არის"- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის...

სოფიო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას...

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერდით თუ სად? – გიგი უგულავა

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერძე თუ სად? -ეს განცხადება,  „ევროპული საქართველოს“ წევრმა,...

საავადმყოფოებში პირდაპირ გვამები ყრია და ეს ნაძირალა გამოდის და ადამიანების მკვლელობას გვაბრალებენ – უგულავა...

"პაციენტმა გამომიგზავნა ვინც წევს ეხლა, ნახევარ საათში 1 მიცვალებული გააქვთ ჩემთვალწინო და ეს ნაგავი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო