ინდოეთის მდინარე განგისა და მის ნაპირებთან ასობით გვამია ნაპოვნი

BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთის მდინარე განგიში, ასობით გვამი წყალში ან ნაპირებთან ქვიშაში ჩაფლული იპოვეს. როგორც გამოცემასთან მდინარის სანაპიროს გასწვრივ მდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებლები ყვებიან, ყველა გარდაცვლილი რომელიც მდინარეშია ნაპოვნი, კოვიდინფიცირებულია.

გვამები, მდინარემ თავდაპირველად, 10 მაისს უტარ პრადეშის შტატის სოფელ ჩაუსაში გამორიყა. ამის შემდეგ გაჰმარშიკანაუჯიშიკანპურშიუნაოსა და სხვა ადგილებში.გვამების ნაწილი სამართალდამცავებს წყლიდან ამოჰყავთ უტარებენ კრემაციას ან მარხავენ. ბუქსარის რაიონში, რომელიც ორი უღარიბესი შტატის, ბიჰარისა და უტარ-პრადეშის საზღვართა მდებარეობს, 40-მდე ცხედარი გამოირიყა. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით კი, ცხედრების რაოდენობა 100-ს აღწევდა.

ადგილობრივების აზრით, გვა­მე­ბი მდი­ნა­რე­ში იმის გამო გა­და­ყა­რეს კრე­მა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია  და ნა­თე­სა­ვებ­მა მათი კრე­მა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო შე­შის შოვ­ნა ვერ შეძ­ლეს.

ინ­დო­ეთ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად კო­ვიდ 19-სგან 4 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რე­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კა­ზე გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია.