„ისინი ცდილობენ მის მოკვლას. ტრამპი მათთვის ნომერ პირველი მტერია. ის გადამწყვეტი ლიდერია. არასდროს გაუვლია იმ გზით, როგორსაც სხვები ირჩევდნენ — არ ცდილობდა სუსტი გარიგებების გზით მოლაპარაკებას, რაც რეალურად ირანს ურანის გამდიდრებისკენ გზას უხსნიდა და საბოლოოდ ბირთვული ბომბის შექმნის საშუალებას აძლევდა.[…] მან მკაფიოდ და არაერთხელ თქვა, მათ შორის ახლა – თქვენ არ შეგიძლიათ გქონდეთ ბირთვული იარაღი, რაც ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ გაამდიდროთ ურანი. ის ძალიან მტკიცედ მოქმედებდა, ამიტომ მათთვის ტრამპი ნომერ პირველი მტერია,“
განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-ის გადაცემა Special Report-ში ბრეტ ბაიერთან ინტერვიუში.