ირანში ხელისუფლების მომხრეები საპროტესტო აქციების მონაწილეების სიკვდილით დასჯას ითხოვენ

Pro-government peoples rally against the recent protest gatherings in Iran, after the Friday prayer ceremony in Tehran, Iran September 23, 2022. Iranians have staged mass protests over the case of Mahsa Amini, 22, who died last week after being arrested by the morality police for wearing "unsuitable attire".WANA (West Asia News Agency) via REUTERS

ირანის რამდენიმე ქალაქში 23 სექტემბერს ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები დაიწყო. ირანის დიდი ქალაქები, საპროტესტო გამოსვლებმა მას შემდეგ მოიცვა, რაც ახალგაზრდა ქალი, 22 წლის მაჰსი ამინი, მორალის პოლიციის მიერ მისი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის მონაწილეები საპროტესტო აქციების მონაწილეთა სიკვდილით დასჯას ითხოვენ.

ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დემონსტრანტები, ანტისამთავრობო აქციების მონაწილებს, „ისრაელის ჯარისკაცებს“ უწოდებენ. მსვლელობისას კი სკანირებენ – „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“.

„ყურანის დამრღვევები, სიკვდილით უნდა დაისაჯონ“ – აცხადებენ პროსახელისუფლებო მხაროს წარმომადგენლები.

მაჰსი ამინი, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა, მორალის პოლიციამ თეირანში, „შეუფერებელი ჩაცმულობის“ გამო დააკავა. მორალის პოლიცია აღასრულებს კანონებს, რომლებიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას, მოკრძალებულად ჩაცმას და მაკიაჟის მინიმუმამდე დაყვანას ავალდებულებს.

სპარსულენოვანი ტელეკომპანია „ირან ინტერნეშენალის” ცნობით, რომელიც ლონდონიდან მაუწყებლობს, ამინის თავის არეში მრვალობითი დაზიანება აღენიშნებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ის პოლიციის მიკროავტობუსში სცემეს. ირანის უსაფრთხოების ძალები აცხადებს, რომ ამინი ჰიჯაბის ტარების გაკვეთილზე, რომელზეც მორალის პოლიციამ იძულებით წაიყვანა, გულის შეტევის გამო წაიქცა.

საპროტესტო აქციების მონაწილეებს, მტრებად აცხადებს ირანის არმიაც. „ეს სასოწარკვეთილი ქმედებები, ისლამური რეჟიმის დასუსტების მიზნით, მტრის ბოროტი სტრატეგიის ნაწილია“ – აცხადებს არმია.

ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ისინი დაუპირისპირდებიან „მტრის სხვადასხვა შეთქმულებებს, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება და მშვიდობა იმ ადამიანებისთვის, რომელბსაც უსამართლოდ შეურაცხყოფენ“.

„რელიგიური ღირებულებებისა და რევოლუციის დიდი მიღწევების დამარცხების შესახებ მათი ოცნებები, არასდროს განხორციელდება“ – აცხადებს ირანის დაზვერვის მინისტრი, მაჰმუდ ალავი.

ირანის სასულიერო ლიდერები შიშობენ, რომ საპროტესტო გამოსვლებმა შესაძლოა იგივე ფორმა მიიღოს, როგორც ეს 2019 წელს, საწვავის ფასების ზრდის დროს მოხდა. 2019 წლის დემონსტრაციები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა. „როიტერის“ ცნობით, მაშინ 1500 დემონსტრანტი დაიღუპა.

რაც შეეხება მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, ადგილობრივი მედია, 288 დაკავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ზოგიერთი ცნობით, დაღუპულია მინიმუმ შვიდი ადამიანი.

სოლიდარობის მიზნით საპროტესტო აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში იმართება. როგორც ირანში, ასევე სხვაგან, აქციების მონაწილეები, სოლიდარობის ნიშნად, ჰიჯაბებს წვავენ და თმას იჭრიან.

წყარო: ამერიკის ხმა

”ოცნებას” სურს, ასიამოვნოს რუსეთს და შეამციროს ხალხში ჩვენი გმირების პოპულარობა – “დროა”

''ოცნებას'' სურს, ასიამოვნოს რუსეთს და შეამციროს ხალხში ჩვენი გმირების პოპულარობა -  ასე ეხმაურება პარტია...

ცუდად ვარ, მაგრამ მსურს სასამართლოზე დასწრება – მიხეილ სააკაშვილი

''მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს....

პესკოვის თქმით, თუ კიევი მოისურვებს, ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს

კრემლის სპიკერი  დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთს შეუძლია ომი უკრაინაში ნებისმიერ დროს დაასრულოს, თუ...

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე – სტანო

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის...

უკრაინაში მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი განაჩენია – ბოკერია

''მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის...

თუ ვინმეს უნდა დახატოს, რომ უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებიან, არის უსინდისო ნაბი*ვარი...

"რუსული თვითმფრინავები გვყავს ჩამოყრილი უკრაინიდან ნაყიდი იარაღით. 2008 წლის ომის დროს, რუსული თვითმფრინავები რაც...

უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? – რომეო ფარულავა

"უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? " - ასე ეხმაურება, უკრაინაში მებრძოლი ქართველი...

თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას – მდინარაძე

"აქ მეორე ძალიან დიდი პრობლემაა, იქ მიმოწერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო რა, არავინ...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...