ისრაელი შეზღუდვებს აუქმებს და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრილია

კვირას, 21 თებერვალს ისრაელმა მთელი რიგი შეზღუდვები მოხსნა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო შემოიღო. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ვაქცინის ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს. ორივე დოზით აცრილთა რაოდენობამ კი 32%–ს გადააჭარბა.

ქვეყანაში მუშაობას განაახლებენ სპორტდარბაზები, სასტუმროები და რელიგიური დაწესებულებები. ვიზიტორებმა თან უნდა იქონიონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ანტისხეულების არსებობის შესახებ ცნობა. ვაქცინაციისა და ანტისხეულების დამადასტურებელი დოკუმენტი სპეციალურ მობილურ აპლიკაციაში აისახება, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთით დამზადდა.

ისრაელში დღეიდან მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია.  თუმცა მაღაზიებში შესასვლელად არ არის საჭირო ცნობა ვაქცინაციის და ანტისხეულების შესახებ.

ისრაელის მოქალაქეებმა ძველებურად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ცეკვები საბანკეტო დარბაზებში და რესტორნელბში აკრძალულია, მეჩეთებში, სინაგოგებში და ეკლესიებში კი ერთდროულად მყოფთა რაოდენობა ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.

ისრაელში მოსახლეობის აცრის კამპანია ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი და აქტიურია მსოფლიოში. Pfizer–ის ვაქცინის პირველი კომპონენტი 9 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 45%–ზე მეტმა მიიღო.

ხელისუფლების ინფორმაციით ვაქცინის ორი დოზის ეფექტურობა 95.8 პროცენტია.

ისრაელში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 740 ათასი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით 5500 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის მანძილზე სამჯერ შემოიღო მკაცრი ლოქდაუნი. ისრაელის ხელისუფლება პირობას დებს, რომ მეოთხე ლოქდაუნი აღარ იქნება.

თუ ოპოზიცია არ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში, რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება – მდინარაძე

"თუ ოპოზიცია არ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში, რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება"-ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ...

რის გამოც პარლამენტში შემოვედით, მიღწეულია – ლევან იოსელიანი საარჩევნო რეფორმაზე

"მთავარი, რის გამოც პარლამენტში შემოვედით, მიღწეულია"- ამის შესახებ, პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა...

პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი პიკეტირების მცდელობით ვნახეთ – მამუკა მდინარაძე

"პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი პიკეტირების მცდელობით ვნახეთ "- ამის შესახებ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა დირექტორმა,...

მედიაციის დროა კონფრონტაციამ დიალოგს უნდა დაუთმოს გზა – ლიეტუვას პრეზიდენტი

"მედიაციის დროა, კონფრონტაციამ დიალოგს უნდა დაუთმოს გზა "- ასე ეხმაურება, ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა...

აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – უდუმაშვილი

"აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს"- „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის,...

საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გარდაიცვალა 12 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 900...

სამართალდამცავებმა პარლამენტთან აქტივისტების დაკავება დაიწყეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, სამართალდამცავებმა, სამოქალაქო აქტივისტების დაკავება დაიწყეს. ადგილზე  ერთ-ერთმა აქტივისტმა გზის...

ნგრევის შემთხვევაში ქუთაისში ტალღა შეიძლება 30 მეტრს აცდეს – გეოლოგი ლაშა სუხიშვილი ნამახვანჰესის საფრთხეებზე...

"ნგრევის შემთხვევაში ქუთაისში ტალღა შეიძლება 30 მეტრს აცდეს"- დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო