ისტერიული აპელირება ოპოზიციის სისუსტეზე წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობასა და შეუგნებელ სიბრიყვეს. ხოლო ოპოზიციის სისუსტეში თავად ოპოზიციის დადანაშაულება – უსინდისობის აპოგეას, უკეთეს შემთხვევაში კი სრულ პოლიტიკურ სიბეცეს.

ოპოზიციის სისუსტე პირდაპირ პროპორციულია ავტორიტარული რეჟიმის სიძლიერესთან.
ამ საუკუნეში, არასოდეს არ ყოფილა საქართველოში ავტორიტარიზმი ისეთი მძლავრი როგორც დღესაა და ვინმეს ჰგონია, რომ ეს ობიექტურად არ დააზიანებდა ოპოზიციას?

სადაცაა 10 წელი შესრულდება, რაც რუსული ოცნება სათავეშია. ამ ხნის მანძილზე ის ცდილობდა ჩვენს გაქრობას. ჩვენ გვიწევდა გამკლავება ძალასთან, რომელსაც ხელთ ჰქონდა ყველა ბერკეტი, ყველა რესურსი, რასაც ემატებოდა საერთაშორისო მხარდაჭერაც, რომელიც დიდი ხანი არაა, რაც დაკარგა.

სწორედ საერთაშორისო და ელექტორალური მხარდაჭერის დაკარგავა აჩენს იმ დიდ შანსსა და იმედს, რომ კოლაბორაციონისტული რეჟიმი თავიდან მოვიშოროთ. ეს გადასარევად იცის ივანიშვილმა და სწორედ ამიტომ ხდება ის, რაც ხდება.

ამ ხელისუფლებამ მშვენივრად იცის რომ ლუსტრირებული, სახელგატეხილია, ნდობაც დაკარგული აქვს და მხარდაჭერაც. იცის ეს და საკუთარი თავის გათეთრებას აღარც ცდილობს, ამაზე აღარც კარგავს დროს, ფულს და ენერგიას. სამაგიეროდ, გავეშებული მუშაობს ოპოზიციის გაშავებაზე. პრინციპი მარტივია – არც მე ვარგივარ, არც ეგენი.

დღევენდელი ოპოზიციური სპექტრის სუსტად წარმოჩენა და ამ სისუსტეში მისივე დადანაშაულება წარმოადგენს ოლიგარქის სტრატეგიულ მიზანს. მექანიზმი მარტივია – საზოგადოება ხვდება რომ ივანიშვილი და მისი ოცნება შესაცვლელია, მაგრამ დღენიადაგ აწვეთებენ რომ შემცვლელი არაა – არსებული ძალებიდან არავინ ვარგა და უნდა დაელოდონ ახალ ძალას. ოლიგარქმა გადასარევად იცის რომ ახალი ძალები ნაწვიმარზე სოკოსავით არ ჩნდება და იმ ჰიპოთეტურ ძალების გამოჩენამდე ბურთი და მოედანი ისევ მას რჩება.

ნიკა მელია–ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

”ოცნებას” სურს, ასიამოვნოს რუსეთს და შეამციროს ხალხში ჩვენი გმირების პოპულარობა – “დროა”

''ოცნებას'' სურს, ასიამოვნოს რუსეთს და შეამციროს ხალხში ჩვენი გმირების პოპულარობა -  ასე ეხმაურება პარტია...

ცუდად ვარ, მაგრამ მსურს სასამართლოზე დასწრება – მიხეილ სააკაშვილი

''მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს....

პესკოვის თქმით, თუ კიევი მოისურვებს, ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს

კრემლის სპიკერი  დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთს შეუძლია ომი უკრაინაში ნებისმიერ დროს დაასრულოს, თუ...

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე – სტანო

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის...

უკრაინაში მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი განაჩენია – ბოკერია

''მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის...

თუ ვინმეს უნდა დახატოს, რომ უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებიან, არის უსინდისო ნაბი*ვარი...

"რუსული თვითმფრინავები გვყავს ჩამოყრილი უკრაინიდან ნაყიდი იარაღით. 2008 წლის ომის დროს, რუსული თვითმფრინავები რაც...

უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? – რომეო ფარულავა

"უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? " - ასე ეხმაურება, უკრაინაში მებრძოლი ქართველი...

თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას – მდინარაძე

"აქ მეორე ძალიან დიდი პრობლემაა, იქ მიმოწერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო რა, არავინ...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...