იუსტიციის სამინისტროს გასაიდუმლოებული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე

„მთის ამბებმა“ მოიპოვა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უწყებას არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს. დასკვნა 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და მთავრობას სწორედ იმ საკითხების შეცვლისკენ მოუწოდებს, რომლებიც ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკის მთავარი საფუძველია. დასკვნა სიცრუეში ამხელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც რიონის ხეობის მცველების პროტესტის საპასუხოდ, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულების შეფასება დაავალა. პრემიერმა ხალხს დაუმალა, რომ ასეთი დასკვნა უკვე არსებობდა და მის შესახებ მთავრობისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. იუსტიციის სამინისტროს დასკვნა კი, 2019 წლის 30 მარტით არის დათარიღებული. დოკუმენტს ხელს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე აწერს. ხელშეკრულების სამართლებრივი რისკების შეფასება სწორედ იუსტიციის სამინისტროს ვალდებულებაა.

„ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, მაშინ, როცა, აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“, – იუსტიციის სამინისტრო თავის შემაჯამებელ შეფასებაში საქართველოს მთავრობას მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ეს შინაარსი უნდა გადაიხედოს.

 

მთავრობის ვალდებულებები კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდაზე

დასკვნა აკრიტიკებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთავრობის ვალდებულებას ფორს-მაჟორის შემთხვევაში კომპანიას ზიანი აუნაზღაუროს. სამინისტროს დასაბუთებით, ფორს-მაჟორული გარემოებების უმეტესობა, რაც კომპენსირების ვალდებულებას უკავშირდება,  არც ერთი მხარის კონტროლის ქვეშ არ არის და არ არის გამოწვეული რომელიმე მხარის ბრალით. ამიტომ, სამინისტრო უთითებს, რომ ამგვარი გაუთვალისწინებელი გარემოებების „მხარის [მთავრობის] დასჯის მექანიზმად გამოყენება“ მიზანშეუწონელია. სამინისტროსთვის მიუღებელია ის, რომ ასეთ გარემოებებზე ფინანსური პასუხისმგებლობა მიემართება ხელშეკრულების მხოლოდ ერთ მხარეს – საქართველოს მთავრობას  კომპანიის სასარგებლოდ.

სამინისტრო ასევე კრიტიკულია იმ უთანასწორო ჩანაწერის მიმართაც, რომელიც პოლიტიკური ფორს-მაჟორის შემთხვევაში კომპანიას ვალდებულებების შესრულებისგან სრულად ათავისუფლებს, მაშინ როცა საქართველოს მთავრობის და სხვა საჯარო დაწესებულებების ვალდებულებებს სრულად ძალაში ტოვებს.

 

მთავრობის ფინანსური ვალდებულებები პროექტის სხვა მონაწილეების მიმართ

იუსტიციის სამინისტროს დასკვნა განსაკუთრებულად კრიტიკულია მთავრობის მიერ „მაღალი რისკის“ შემცველი ფინანსური ვალდებულებების აღების გამო, მითუფრო, რომ ეს ვალდებულებები მთავრობას ეკისრება პროექტში მონაწილე სუბიექტების დაუსაბუთებლად ფართო წრის მიმართ. ციტატა დასკვნიდან: „ხელშეკრულების … ტერმინი – „პროექტის მონაწილეები“ იძლევა ამ პირების საკმაოდ ფართო განმარტებას, განსაკუთრებით ამ დებულების ფარგლებში ნებისმიერ „კონტრაქტორზე“ მითითების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მთავრობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ვრცელდება „პროექტის მონაწილეთა“ ფართო წრეზე… აღნიშნული შენიშვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა მთავრობის ისედაც მაღალი რისკი, კონკრეტული ვალდებულებების პროექტის არსებითი მონაწილეების მიმართ შესრულებასთან დაკავშირებით.“

ნამოხვანი ჰესის ხელშეკრულების/მთავრობის ვალდებულებების ხანგრძლივობა

იუსტიციის სამინისტრო უარყოფითად აფასებს იმას, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ჰესის მუშაობის სრული პერიოდით განისაზღვრება. იუსტიციის სამინისტროს კრიტიკა, სავარაუდოდ, მიემართება იმ ფაქტს, რომ მთავრობის ფინანსური პასუხისმგებლობები და ვალდებულებები ჰესის მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქნება ძალაში.

მთავრობის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების შეწყვეტისას

სამინისტრო ამბობს, რომ უნდა გადაიხედოს ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, რომელიც, როგორც ცნობილია, კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ყველა შემთხვევაში მთავრობას აკისრებს. იუსტიციის სამინისტრო უთითებს, რომ ამ პირობების გადახედვისას მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გათვალისწინება. სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროს ეს მოთხოვნა უკავშირდება იმას, რომ „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შეწყვეტა სახელმწიფოსთვის მძიმე ფინანსურ ვალდებულებებს წარმოშობს.

მთავრობის მიერ კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შეუძლებლობა

სამინისტრო წერს, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის სასარგებლოდ მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის შესაძლებლობას და უარყოფითად აფასებს იმას, რომ ხელშეკრულება არ უშვებს კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სამინისტრო ასაბუთებს, რომ ზიანის ანაზღაურების შეუძლებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებას კრედიტორმა (ამ შემთხვევაში – მთავრობა) „პირგასამტეხლოს გადახდის პარალელურად ყოველთვის მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუკი ასეთი ზიანი სახეზეა.“

რესურსების მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების პირობა

სამინისტროს დასკვნა მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ჩანაწერს, მათ შორის, სვამს შეკითხვებს იმ წესის ლოგიკურობასთან დაკავშირებით, რომლითაც მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, გაათავისუფლოს კომპანია „ენკა“ ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის ლიცენზიისგან კონკრეტული პროცედურის გამოყენებით.

წყარო : მთის ამბები

რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე

დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებს. ეს ევროპელი...

დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდა – მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე

''დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდა"- ამის შესახებ, ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა...

შესაძლოა, პირადი თვისებებიდან გამომდინარე დაინიშნა – ჯაღმაიძე მეუფე იაკობზე

"შესაძლოა, პირადი თვისებებიდან გამომდინარე დაინიშნა"- საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე იაკობი...

მეუფე იაკობი აცხადებს, პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაზე საუბარი ჯერ ადრეა

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადრეა ჯერ...

ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს პრესმდივანი მამა...

მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივდება

მთავრობას კოვიდშეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება. ამის შესახებ, პარლამენტში, უკვე...

სასამართლო არ გვაქვს – ყოფილი პროკურორი

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს არ გვაქვს"-ამის შესახებ, ყოფილი პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ...

წამოძახებით, “მაშინ რატომ ვერ გააკეთე”, კომპლექსს ვერ გამიჩენენ – გახარია

"წამოძახებით, "მაშინ რატომ ვერ გააკეთე", კომპლექსს ვერ გამიჩენენ"-  ამის შესახებ, ყოფილმა პერმიერმა, გიორგი გახარიამ...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს – მეცნიერების ახალი დასკვნა

ადამიანებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს კორონავირუსის მიმართ მდგრადი იმუნიტეტი უყალიბდებათ, რომელმაც შეიძლება პაციენტი განმეორებითი დაინფიცირებისგან ათწლეულების მანძილზე დაიცვას. თანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება შედარებით...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...