იყო დრო, როდესაც ჩემი სჯეროდა–რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა კრიზისის გადასალახად ხუხაშვილის აზრით

ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს თავის მოსაზრებას, თუ როგორ შეიძლება გადალახოს ბიძინა ივანიშვილმა კრიზისი, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადებას მოჰყვა. ექსპერტი თვლის, რომ ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს და ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ჩამოთვლილი პირობების შესრულებას უხელმძღვანელოს.

“კრიზისის გადალახვის საგზაო რუქა:

1. უნდა შეიქმნას “ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის” რეფორმების ჯგუფი”.

2. ჯგუფში უნდა შევიდეს ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი და სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელიც შესაბამისი ნდობით სარგებლობს ევროკავშირში.

3. ჯგუფმა ერთ თვეში უნდა შეიმუშაოს დროში გაწერილი, ევროკავშირის პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა.

4. აწარმოოს მისი აღსრულების ზედამხედველობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

5. შეიმუშაოს სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი პაკეტი და გასცეს რეკომენდაცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება-არჩატარების აუცილებლობაზე.
ეს ყველაფერი თეორიაა.

როგორ შეიძლება იმის მიღწევა, რომ ეს თეორია ვაქციოთ პრაქტიკად?

ქართულ საზოგადოებაში, მიუხედავად პოლარიზაციისა, არსებობს კონსენსუსი ერთ საკითხზე – რაიმე სერიოზული ცვლილებები დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის ნებაზე.

არა აქვს მნიშვნელობა რეალობას. მთავარია, რომ ისტორიამ სწორედ მას დააკისრა ეს პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერსად გაექცევა.

ამიტომ, არც დამალვას აქვს აზრი, რადგან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ვრცელდება კონსენსუსი მისი როლის შესახებ, რაც ქვეყანასთან ერთად პირადად მასაც უქმნის სერიოზულ პრობლემებს, რაც კიდევ უფრო დამძიმდება.

მას ნათქვამი აქვს, რომ თუ საჭიროებამ მოითხოვა, ის დაბრუნდება…

დღეს ეს საჭიროება უდგას ქვეყანას და უდგას პირადად მას.

ის უნდა გახდეს ზემოთ აღნიშნული ჯგუფის მოდერატორი. მე პირადად შემიძლია დავადასტურო, რომ ბიძინას აქვს უაღრესად დაპირისპირებული ჯგუფების მონოლოგების დიალოგში და კონსენსუსის ძიების პროცესში ჩართვის უნარი.

ის, რომ ამ მაგიდასთან მიღწეული შეთანხმებები ხელისუფლების დიდ წინააღმდეგობას ვეღარ შეხვდება, ესეც გასაგებია.

ეს არის ერთის მხრივ ქვეყნის სწორ გზაზე დაბრუნების და მეორეს მხრივ, თუნდაც ივანიშვილის ისტორიული და პირდაპირი რეაბილიტაციის შანსი.

იყო დრო, როდესაც ის პატივს მცემდა, ყურადღებით მისმენდა და ჩემი სჯეროდა.
მიუხედავად უდიდესი დისტანციისა, რაც ჩვენს შორის შეიქმნა, ახლაც მზად ვარ მას ამ ისტორიული პროცესის მართვაში დავეხმარო.“–წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როცა ამის სურვილი აქვს – დეგნანი

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როდესაც ამის სურვილი აქვს....

შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა საქართველოსთვის გახსნილი შესაძლებლობები, არ იქნას ხელიდან გაშვებული – ჰარცელი

"რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი...

თურქეთი აღარ არის წინააღმდეგი შვედეთი და ფინეთი ნატოში მიიღონ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანკარა მხარს დაუჭერს ნატოს გაფართოებას და მადრიდის სამიტზე,...

ღარიბაშვილი პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად, მას აღრმავებს – ანდრიუს კუბილიუსი

რატომ ვერ მიიღო საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი? რა მოთხოვნები აქვთ ევროპარლამენტარებს...

“არ არსებობს პოტენციალი რეჟიმის შესაცვლელად“–რუსი ოლიგარქი დერიპასკა

28 ივნისს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ღონისძიების დროს მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ განაცხადა, რომ უკრაინის...

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე “ოცნებას” ტოვებენ

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია ''ქართულ ოცნებას'', პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს...

აშშ-მ თინა კანდელაკი შავ სიაში შეიყვანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის...

ნატახტართან ორი მიკროავტობუსის ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

ნატახტარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებით სავსე ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. გარდაცვლილია ერთი ტურისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...