“იცით რას ნიშნავს 3 თვის ჩვილით ხელში ენგურის  გადალახვა?“– მძიმე წერილი ოკუპირებული აფხაზეთიდან

ტელეკომპანია “ოდიში” ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელშიც  გალში მცხოვრები ქართველების უმძიმესი ყოფაა აღწერილი. მათ შორის მათი, ვინც რამდენიმე დღის წინ მდინარე ენგურში დაიხრჩო იმ დროს, როცა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ოფიციალური საგუშაგოს გვერდის ავლით ცდილობდა. წერილის ავტორი საქართველოს ხელისუფლებისგან 5 დღიანი კარანტინის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვს.

“მე გწერთ ოკუპირებული აფხაზეთიდან. ყველა აქ მცხოვრები ქართველის სახელით მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას! უკვე წელიწადზე მეტია,  რაც საზღვარი ჩაკეტილია და ნუთუ  არ გებრალებათ  თქვენი მოქალაქეები? იცით რამდენი რამ გვჭირდება,  მაგრამ არ გაგვაჩნია? თქვენ იცით რას ნიშნავს 3 თვის ჩვილით ხელში ენგურის  გადალახვა? მე ვიცი რა შეგრძნებაა, იმიტომ რომ მე სწორედ ჩემი პატარა ანგელოზით ხელში გადავლახე ეს საშინელი გზა, რათა ბავშვს სჭირდებოდა სწორი დიაგნოზი. მე ჩემი დარჩენილი წლების ნახევარი იმ მდინარეს გავაყოლე …ეხლა კი მინდა გითხრათ ის, რომ ამ შემზარავმა ამბავმა გული გაუცრემლიანა ერს და თქვენ არ თვლით ოდნავ მაინც თავს დამნაშავედ  საქართველოს მთავრობა? იცით თუ არა რატომ რისკავს ხალხი ეგრეთწოდებული დაბალი ზონით საზღვრის გადალახვას?-შვილები მშივრები ჰყავთ, საჭმლის ფული არ გააჩნია უმრავლესობას.  იმ 4 ადამიანიდან,  ვინც ემსხვერპლა ტრაგედიას, ერთ-ერთ მათგანს, კონკრეტულად კი ცატავა თამუნას შეეძლო ცენტრალური გზით გადასვლა,მაგრამ ბავშვებს ვერ ტოვებდა 5 დღით, რადგან უფროსი შვილი ავადმყოფი ჰყავს, მაგრამ სამუდამოდ მოუწია შვილების ობლად დატოვება. სწორედ უფროსი შვილის მედიკამენტებზე გადადიოდა. ალბათ იკითხავთ, და იქ ვერ იყიდდაო?   პასუხს მე გაგცემთ – იშოვიდა,  მაგრამ  არ ქონდა ფული,ზუგდიდში კი დევნილების შემწეობის ბარათს ჰქონდა ვადა გასული და გაცვლას აპირებდა და შემწეობის დარიცხული ფულის განაღდებას. ასევე ცოლ-ქმარიც, მაყვალა და ჯონი აპირებდნენ ბარათების შეცვლას,  რადგან შვილიშვილი შეეძინათ და უნდოდათ ბავშვისთვის ახალშობილის ნივთების და სარწევი საწოლის ყიდვა! მაგრამ ვერ შეასრულეს და ობლად დარჩნენ მათი არასრულწლოვანი შვილები… და თქვენ, საქართველოს მთავრობა,  რა პასუხს გასცემთ ამ გულამოგლეჯილ ოჯახებს? თუ აფხაზეთი საქართველოა, რატომ დაუწესეთ აქ მცხოვრებ ხალხს 5 დღიანი კარანტინი და რატომ არ დაუწესეთ უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს? თან აფხაზეთში ყველაზე ნაკლები კოვიდინფიცირებული იყო! ჩვენ, ყველა  ვითხოვთ კარანტინის მოხსნას და მიმოსვლის აღდგენას…და კიდევ, იცით რას ნიშნავს საფლავიც რომ გენატრება მშობლის? მე მამაჩემის საფლავი მენატრება, რომელიც წელიწადნახევარია არ მაქვს ნანახი. იმ ობოლ ბავშვებს ალბათ დაუწესებთ ერთჯერად დახმარებებს…სირცხვილი!!! და საერთოდ, ყველა აქ ჩარჩენილ ქართველს უკანასკნელ დონემდე გვიჭირს ლუკმა პურის შოვნა…მიიღეთ ზომები და აღადგინეთ მიმოსვლა!!! თუ იცით ქართველობა რას ნიშნავს და თუ აფხაზეთი საქართველო, მაშინ მოხსენით კარანტინი!”- წერს 24 წლის რადმილა ჭანტურია ოკუპირებული აჩიგვარიდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიხრჩო მდინარე ენგურში, როცა ისინი ოკუპირებული გალის რაიონიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსვლას, რუსი ოკუპანტებისგან მალულად ცდილობდნენ. მდინარე ენგურში გალიდან წამოსული 4 ადამიანის ცხედარი 7 აპრილს იპოვეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გავლით ცდილობდნენ, რათა ოფიციალური საგუშაგოსთვის თავი აერიდებინათ, რომლის გადმოკვეთის შემთხვევაში 5 დღის კარანტინში გატარება მოუწევდათ.

ელისაშვილი ენმ-ზე: რევოლუცია უნდოდათ, არ გამოუვიდათ და არიან თავჩაქინდრულები

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არ აინტერესებს, რა კონსულტაციებს გამართავს ნაციონალური მოძრაობა. ელისაშვილის...

ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე: ვეცდებით, რომ 1 კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ენმ ეცდება, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება...

მელია: ოცნებაში დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! მოემზადეთ ოპოზიციისთვის

"ქართულ ოცნებაში მართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! რად გინდათ ჩაბღაუჭება იმაზე, რასაც ხავსიც აღარ აქვს მოჭიდებული, დასრულებულია...

ოხანაშვილი: თუ კანდიდატი მელია იქნება, “ოცნების” კანდიდატს მოგება გაუმარტივდება

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ექნება, ქართული ოცნების...

უგულავა ვაშაძეზე: ქიმიოთერაპიული გზა აირჩია, რომ ნაცსხეულიდან თავი ამოიკვეთოს

გიგი უგულავა აცხადებს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ლეგიტიმური უფლება აქვს, ნაციონალურ მოძრაობაზე...

გამყრელიძე ვაქცინაციაზე: მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას, უნდა დავაბალანსოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე...

გაბუნია: დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა მიუახლოვდა 5 ათასს, მიზანია 6000

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეში აცრების რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია, მიზანი კი...

კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. "ამ ეტაპზე, ძალაში რჩება, ღამის საათებში 21:00...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...