კალიფორნიაში გვალვისგან დამშრალ ტბაში წლების წინ გამქრალი თვითმფრინავი აღმოაჩინეს

ამერიკულმა კომპანია Seafloor Systems–მა, რომლიც წყალქვეშა სამუშაოებზეა სპეციალიზირებული კალიფორნიაში ქალაქ საკრამენტოს სიახლოვეს ფოლსომის ტბის  ფსკერზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავი აღმოაჩინა. წინასწარი ვარაუდით ეს არის Piper Comanche 250, რომელიც 1965 წლის 1 იანვარს პილოტთან და 3 მგზავრთან ერთად დაიკარგა.

აღმოჩენა უძლიერესი გვალვის შედეგად გახდა შესაძლებელი, რის გამოც წყალსაცავებში წყალი გამეჩხერდა.

კომპანიის სპეციალისტები ტბაში აპარატურას ტესტავდნენ, როცა ერთ–ერთმა მათგანმა რადარის ეკრანზე რაღაც უჩვეულო შენიშნა.

როგორც ადგილობრივ ტელეარხს კომპანიის თანამშრომელმა, ტაილერ ატკინსონმა განუცხადა, ტბის ფსკერზე წყალქვეჩა კამერა ჩაუშვეს, რომლის დახმარებით თვითმფრნავის პროპელერის და კუდის მკაფიო ფოტოები მიიღეს.

გამოსახულებიდან ჩანს, რომ თვითმფრინავი არ დამტვრეულა.

თვითმფრინავის და იქ მყოფი ადამიანების საძიებო სამუშაოები 2014 წლამდე გრძელდებოდა. ამ წლების მანძილზე მხოლოდ პილოტის ცხედრის ფრაგმენტები იპოვნეს, თუმცა თავად თვითმფრინავი და სამი მგზავრი ვერა.

ახლა ოლქის შერიფმა უნდა გადაწყვიტოს, განაახლებს თუ არა ძიებას და ამოიტანს თუ არა თვითმფრინავს ფსკერიდან.

ძლიერი გვალვის გამო წყლის დონე ფოლსომის ტბაში ახლა ჩვეულებრივზე 38%–ით უფრო დაბალია.

გასულ კვირას კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა შტატის 58–დან 41 ოლქში, მათ შორის ტბის მიმდებარე სამ ოლქში.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. მათი ცნობით, დასავლეთ საქართველოში...

ეს არის შედეგი საერთაშორისო ზეწოლის, საზოგადოების რეაქციის შედეგი – დეკანოიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

ეს არის შედეგი საერთაშორისო ზეწოლის, საზოგადოების რეაქციის შედეგი- ასე ეხმაურება ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე...

თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები იქნა საჭირო, რასაკვირველია, ეს შეიძლება გადაწყდეს – ვოლსკი

შედეგი, რასაც "ქართული ოცნება" აიღებს, 43%-ზე მეტი იქნება, მაგრამ თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები...

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს.  დაკავებული 1978 წელს დაბადებული ვლადიმერ...

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ – ღარიბაშვილი

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ - პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს,...

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება – საგანგებო

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება  - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს...

საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის...

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის – ილვესი

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის - ამის შესახებ ესტონეთის...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...