კაპიტოლიუმზე შტურმისას მოკლული 35 წლის ქალი აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანია

ქალი, რომელიც აშშ-ს კონგრესის შენობაზე შტურმის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა, 35 წლის ეშლი ბაბიტია. ის აშშ-ს საჰაერო ძალებში 14 წლის განმავლობაში მსახურობდა. ინფორმაციას The Washington Post აქვეყნებს.

მისი ყოფილი მეუღლის, ტიმოთი მაკინტის თქმით, ტრამპის მხარდამჭერი ეშლი ბაბიტი სან დიეგოში დაიბადა და გაიზარდა, სამსახურეობრივ საქმიანობას ავღანეთსა და ერაყში ასრულებდა, შემდეგ კი მცირე ბიზნესი წამოიწყო.

“არასდროს დაგავიწყდებოდათ მასთან შეხვედრა. ის იყო საზრიანი და თავის შეხედულებებში დარწმუნებული, ამავე დროს მზრუნველი, ტკბილი და მოსიყვარულე”,– ამბობს ყოფილი მეუღლე და აღნიშნავს, რომ მას არასდროს ეშინოდა საკუთარი აზრის გამოხატვის და ალბათ სწორედ ეს იყო აქციაზე გასვლის მიზეზიც.

ეშლი ბაბიტი 6 იანვარს, ნაშუადღევს საავადმყოფოში გულ–მკერდის ჭრილობით გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის დროით 14:30 საათზე კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ.

ვაშინგოტნის პოლიციის ცნობით, შტურმს სულ 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა. მათ 52 დემონსტრანტი დააკავეს.

მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ვითარება განიმუხტა, კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

არ ვიტყვი მანქანაზე უარს, 2006 წლის მანქანაა, ძალიან გაცვეთილია – მეუფე ნიკოლოზი

"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, 2006 წლის მანქანაა, ძალიან გაცვეთილია "-ამის შესახებ მეუფე  ნიკოლოზმა „დღის...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე- სუსი

18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად...

“Covidვაქცინაციასთან დაკავშირებული ნაციონალიზმი მსოფლიოს კატასტროფული მორალური მარცხის წინაშე აყენებს“- ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსოფლიო კატასტროფული მორალური მარცხის წინაშეა Covid19-ის ვაქცინის გავრცელების...

საქართველოს სურს ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის – ნატოს გენერალური მდივანი

"საქართველოს სურს ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის "- ნატოს გენერალური მდივანი...

ელისაშვილის ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა – ბურჯანაძე

" ელისაშვილის ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა" - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემა...

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის...

მოსალოდნელი საფრთხის გამო, კაპიტოლიუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოსალოდნელი საფრთხის გამო, კაპიტოლიუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული...

გვქონდა შეხვედრა და გარკვეული პირობები მისგან -იაგო ხვიჩია გიორგი ვაშაძის უარზე

"მოულოდნელი იყო ეს განცხადება, გვქონდა შეხვედრა და გარკვეული პირობები მისგან"- ამის შესახებ, "გირჩის" ლიდერმა,...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის...

ვიდეო