“კარფურში” ყოფილმა ქმარმა ცოლი საკანცელარიო დანით დაჭრა

„კარფურის“ გლდანის ფილიალში კაცი ქალს თავს დაესხა და ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, კერძოდ საკანცელარიო დანით. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სავარაუდოდ ყოფილი მეუღლეა, რომელზეც შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1976 წელს დაბადებული ა.გ. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თავის ყოფილ მეუღლეს – 1983 წელს დაბადებული თ.პ-ს მისსავე სამსახურში – გლდანში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მიაკითხა, რითაც დაარღვია თ.პ.-ს დაცვის მიზნით მის მიმართ სამართალდამცველების მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ყოფილ მეუღლეს საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა.

თ.პ. სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – საკანცელარიო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

„ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს „წითელი ხაზებით“ ესაუბროს – სერგო...

„ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს „წითელი ხაზებით“ ესაუბროს "- -ამის შესახებ...

ჩანაწერები რიგგარეშე არჩევნების საფუძველს წარმოადგენს – კახა ოქრიაშვილი

'' ჩანაწერები რიგგარეშე არჩევნების საფუძველს წარმოადგენს''- პარტია “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, 6...

საქართველოში კორონავირუსის 234 შემთხვევა დაფიქსრიდა გარდაიცვალა – 9 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 234 შემთხვევა დაფიქსრიდა გარდაიცვალა - 9 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების...

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

7 მარტს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების...

“ბერა ივანიშვილი არის კაციჭამია, ავადმყოფი ნაძირალა! – ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტვ პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებს საკუთარ გადაცემაში "მთავარი...

გიგი უგულავა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. “სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება...

ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი", "მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს"  -  ამ და სხვა ლოზუნგებით,...

სკანდალური აუდიოჩანაწერი: ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდების დასჯაზე საუბრობენ, ვინც ბერას ფეისბუქით შეურაცხყოფა...

ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელშიც წამყვანის განცხადებით საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი,...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო