შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი – 1952 წელს დაბადებული მ.ნ დააკავეს.
“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს” – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.













