“კატასტროფა ახლოვდება“–გაეროს ინფორმაციით ავღანეთს ამ ზამთარს ტოტალური შიმშილი ემუქრება

თუ სასწრაფო ზომები არ იქნა მიღებული, ამ ზამთარს მილიონობით ავღანელს შიმშილობა მოუწევს – გვაფრთხილებს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა. მისი მონაცემებით ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი – დაახლოებით 22.8 მილიონი ადამიანი კვების პროდუქტების მწვავე უკმარისობას განიცდის, 3.2 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვი კი საკვების უკმარისობას.

“ავღანეთში ახლა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია, თუ ყველაზე უარესი არა. საქმე კატასტროფისკენ მიდის“– ამბობს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დიდრექტორი, დევიდ ბიზლი.

რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთში ხელისუფლება ხელში აგვისტოში ჩაიგდო, მას შემდეგ, რაც ქვეყანა უცხოურმა ჯარებმა დაჩქარებულად დატოვეს.

ხელისუფლების ცვლილებამ კიდევ უფრო დაასუსტა ავღანეთის ისედაც სუსტი ეკონომიკა, რომელიც მანამდეც დიდწილად  იყო დამოკიდებული უცხოურ დახმარებაზე. დასავლურმა სახელმწიფოებმა დახმარება შეაჩერეს, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კი დაფინანსება დროებით შეწყვიტეს. როდის განახლდება დაფინანსება უცნობია, რადგან თალიბების ხელისუფლებას მსოფლიოში თითქმის არავინ აღიარებს.

ესა თუ ის ქვეყანა უცხოურ დახმარებაზე დამოკიდებულად ითვლება, თუ მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 10% ან მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის. მსოფლიო ბანკის მონაცემებით ავღანეთის მშპ–ს 40%–ზე მეტს საერთაშორისო დახმარება შეადგენდა.

ბევრი ავღანელი ახლა ქონებას ყიდის, რათა საკვები იყიდოს. თალიბების ადმინისტრაციასაც არ აქვს წვდომა საზღვარგარეთულ აქტივებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოხელეებს ხელფასებს ვერ უხდიან.

“ბოლოს ხელფასი ხუთი თვის წინ ავიღე. ძალიან რთულია ცხოვრება. ყველაფერს ვყიდი, რაც სახლში მაქვს. ვყიდით ცხოველებს, ვჭრით ჩვენს ხეებს , რომ შეშად გავყიდოთ“ – ამბობს მასწავლებელი გერათიდან.

“ადამიანები გაღატაკდნენ. გუშინ ვნახე როგორ იქექებოდა ქალი ნაგვის ყუთებში ადგილობრივ სასტუმროში, საკვების ნარჩენებს აგროვებდა. ვკითხე, რატომ აკეთებდა ამას და მითხრა, რომ ცდილობდა შვილისთვის საკვები ეპოვნა“ – ამბობს ყანდაგარის მაცხოვრებელი.

გაეროს გაფრთხილებით, მოახლოებული ზამთარი ავღანელების შემდგომ იზოლაციას გამოიწვევს, რომელთა გადარჩენა ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, ავღანეთში პირველად ქალაქის მაცხოვრებლები გაეროს ინფორმაციით სასურსათო უსაფრთხოების არარსებობის წინაშე არიან, ისევე  როგორც სოფლის თემები.

სექტემბერში გაეროს სასურსათო პროგრამა ყველას აფრთხილებდა, რომ ავღანურ ოჯახთა მხოლოდ 5%–ს ქონდა საკმარისი საკვები. ძირითადი საკვები ინგრედიენტების, მაგალითად ზეთის და ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ოქტომბერში ორგანიზაციამ გაავრცელა გაფრთილება, რომ მილიონი ბავშვი შეიძლება საკვების მწვავე უკმარისობისგან გარდაიცვალოს, თუ სასწრაფოდ არ მოხდა მათი დახმარება.

ჟენევის სექტემბრის კონფერენციაზე საერთაშორისო თანამეგობრობამ აიღო ვალდებულება მილიარდ დოლარზე მეტი გამოყოს ავღანელების მხარდასაჭერად, ამასთან, თანხების დაახლოებით მესამედი მსოფლიო სასურსათო პროგრამის მუშაობისთვის წარიმართა.

თუმცა პროგრამის მონაცემებით გაეროს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამამ ჯერჯერობით გამოყოფილი თანხების მხოლოდ მესამედი მიიღო. ორგანიზაციამ ორშაბათს განაცხადა, რომ ავღანეთის სასურსათო დახმარებისთვის თვეში 220 მილიონ დოლარამდე იქნება საჭირო, მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებებს კი “ზღვაში წვეთი უწოდა.“

სასურსათო კრიზისს ავღანეთში აღრმავებს წყლის უკმარისობა და ძლიერი გვალვა, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე უკვე მეორეა.

ავღანური მედიის ინფორმაციით ქაბულის ერთ–ერთ რაიონში შიმშილით რვა ობოლი ბავშვი მოკვდა, რომელთა ასაკი სამიდან თერთმეტ წლამდე იყო. მედიის ინფორმაციით მათ მშობლები ცოტა ხნის წინ დაკარგეს და ყოველგვარი მეურვეობის გარეშე ცხოვრობდნენ.

ადგილობრივი რელიგიური თემის ლიდერმა ჟურნალისტებს უამბო, რომ ავღანეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები ბავშვებს პერიოდულად საკვებს აძლევდნენ, თუმცა ყველა მათგანი კვების უკმარისობისგან გარდაიცვალა.

მგონი, უკრაინაში ბედნიერებიც არიან, რომ გათავისუფლდნენ სააკაშვილისგან – კობახიძე

"პირველ რიგში, უკრაინელებს არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი და, მე მგონი, ისინი ჩვენზე ბედნიერებიც  არიან, რომ...

თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

"ჩვენი ამოცანაა, ძალიან მკაფიოდ მივანიშნოთ ყველას, რომ ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და...

გახარია დუმს, ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს – ქემოკლიძე

"გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ცალსახად შემიძლია, გითხრათ. ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს....

სათოფეზე არ შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლებასთან გაკარება – ელისაშვილი

"რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, სათოფეზე. ეს გვითხრა გუშინ...

ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ამოცანად მაინცდამაინც ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება არ გვაქვს – ვაშაძე

"თუ ჩვენ არ გამოვიტანეთ დასკვნები იმ შედეგებიდან ამ ორი ბოლო არჩევნების შედეგად მივიღეთ, ვერ...

ამისთანა კოჭლი იხვი, ფუნქციადაკარგული არცერთი პარლამენტი არ ყოფილა – უგულავა

"ეს მთელი უმრავლესობა არის ერთსახოვანი მასა, რომელსაც ლიმონკა აქვს გახსნილი ხელში და როდის აუფეთქდება,...

სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა – კალაძე 80 მლნ-ზე

თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც დაიწყო რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან, სტოკჰოლმის...

სააკაშვილი მზად არის ხვალინდელი დღისთვის – მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ხვალინდელი დღისთვის მზადაა. "მზად არის ხვალინდელი...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

რატომ არ ღირს პანიკა კოვიდის ახალი ვარიანტის გამო–ფაქტები “ომიკრონზე“

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიომ გასული კვირის მეორე ნახევარში შეიტყო, შაბათ–კვირას კი ის უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინეს, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა ზომებისა,...

ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას პირველი შვილი– გოგონა ლილე შეეძინა. მომღერალი შვილთან ერთად სამშობიაროში გადაღებულ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. კლინიკა,...