“წელს, პრემიერმა უკვე მეორედ ახსენა კომპანია PSP.

PSP ჯგუფს გვიწოდა დესტრუქციული ძალა და ბრალი დაგვდო, თითქოს ერთ-ერთ მედიკამენტზე 300%-იანი ფასნამატი გავაკეთეთ. ეს არის ტყუილი! წინა პერიოდში, ეს ონკოლოგიური პროდუქტი  PSP-ს ქსელში იყიდებოდა სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე 3-ჯერ უფრო იაფად, რადგან ჰქონდა მოკლე ვადა. მიღებული პრაქტიკაა, რომ მოკლევადიანი მედიკამენტი რამდენჯერმე უფრო იაფად იყიდება, ვიდრე მისი შესასყიდი ფასია, რათა ვადა არ გაუვიდეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, პრემიერმა კი, უკვე მერამდენედ, გააჟღერა გადაუმოწმებელი ფაქტები და პარლამენტის ტრიბუნიდან დასდო ბრალი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ბურჯს, ჩემს მიერ აშენებულ PSP-ს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შედის, რომელმაც 8 000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, რაც საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის თითქმის 1 %-ია  და რომელიც ყოველწლიურად, უკვე ათწლეულებია, 50 მილიონ ლარამდე გადასახადს იხდის  საქართველოს ბიუჯეტში.

რაც შეეხება  მედიკამენტებს, მათ შორის, თურქულს, კომპანიის წლიური მოგება არ აღემატება კომპანიის ბრუნვის 5-6 %-ს და ეს მოგება 10 %-იც რომ იყოს, აბსოლუტურად სამართლიანია. აქვე, შევეხები თურქეთის ბაზრის გახსნის თემას.

პრემიერი თავს იწონებს, რომ თურქეთის ბაზარი გახსნა და თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასი შეამცირა. დიახ, ასეა, მაგრამ ამას ვითხოვდით ჩვენ, ფარმაცევტული კომპანიები, ჯერ კიდევ 2010 წლიდან.

ათი წლის მანძილზე ქართულმა ოცნებამ ყური არ  შეიბერტყა და როგორც იქნა, ათი წლის თავზე, ერთფურცლიანი დადგენილება დაწერეს. რა მაგარი საქმე გაგიკეთებიათ! პირადად მე, ასჯერ მაქვს ნათქვამი ქართული ოცნების წევრებისთვის, თქვენი მთავრობის ჯანდაცვის ყველა მინისტრისთვის, რომ გაგეხსნათ თურქული ბაზარი – სად იყავით 10 წელი? რატომ მოანდომეთ ამდენი დრო ერთი ფურცლის დაწერას? თურქული ბაზარი თქვენ კი არ გახსენით, ჩვენ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა და პირადად მე გაგახსნევინეთ!

არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს არ აქვს პროგრესი. ასე ეპყრობა ხელისუფლება ყველა ბიზნესს, თუ ეს ბიზნესი არ არის დაკავშირებული ბატონ ივანიშვილთან, ან ქართული ოცნების წევრებთან. შეგახსენებთ ანაკლიის პორტის, ნამახვან-ჰესის  და სხვა მაგალითებს. ასე ებრძვის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას!  PSP ჯგუფი არ არის კახა ოქრიაშვილის პირადი საკუთრება. ეს კომპანია ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯია.

ბატონო პრემიერო, კატეგორიულად მოვითხოვ, თქვენი  და თქვენი მთავრობის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას, პირადად ჩემთვის და PSP ჯგუფის თითოეული თანამშრომლისთვის”

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პრემიერმინისტრს ღია წერილით პასუხობს.

ჰესს რუსეთი აკონტროლებდა, ნგრევაზე პასუხისმგებლები თავად არიან – თეთრი სახლი

"ჯერ კიდევ ვიკვლევთ რა მოხდა. უკრაინელებთან კონტაქტი ნამდვილად გვაქვს. ზიანი და განადგურება, რასაც ვხედავთ,...

პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ესმის, რომ შეუძლებელი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა – პაპუაშვილი

„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას...

წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ საათში 1 ან 2 სანტიმეტრით მატულობს – პროკუდინი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ...

რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი აცხადებს რომ რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად...

უამრავი ვიდეოებია, სადაც ჩანს, რომ ჩვენი დაკავების ბრძანებას იძლევა “ხარება” – ჯაფარიძე

''სხვადასხვა პოლიციელები მოიყვანეს, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ჩვენთან, გარდა იმისა, რომ მერე მანქანით...

ჩვენი ვალია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით არჩევნებამდე კოალიციური მთავრობის შექმნა შევძლოთ – ბოკუჩავა

"ისტორიული არჩევნები იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს და არა იმას, თუ ვინ დაიკავებს...

კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა – პრეზიდენტის პასუხი “ოცნებას” ლაშა ხუციშვილზე

"ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად განხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და...

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

სამეგრელოში,  ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც "მთავარი არხი" იტყობინება...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...