“კლინიკიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი, ფეხით გამომიშვეს, 4 კილომეტრზე მეტი ვიარე” – ნოდიკო ტატიშვილი

“კლინიკიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი, ფეხით გამომიშვეს. 4 კილომეტრზე მეტი ვიარე”-ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი ვირუსის მართვის ხარვეზებზე საუბრობს. მისი თქმით, სასწრაფომ საავადმყოფოდან სახლში არ გადაიყვანა რადგან პროტოკოლით სასწრაფოს  არ ეკუთვნის პაციენტის სახლში წაყვანა, რის გამოც ინფიცირებულ ტატიშვილს სახლში დაბრუნება ფეხით მოუწია.

“კლინიკასთან მოვაგვარე, რომ მივეღე. ძალიან რთული სიტუაციაა. ვუსმენდი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და რაღაცებზე ცოტა მეცინებოდა. გამოკვლევები რომ დამთავრდა, სასწრაფოს ვურეკავდი, რომ სახლში გადავეყვანე და მითხრეს, რომ ტაქსით წავსულიყავი კოვიდინფიცირებული. როცა ვუპასუხე, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი. მერე დამაკვალიანეს, სხვა გზა არ არის, სასწრაფოს პროტოკოლით არ ეკუთვნის პაციენტის უკან სახლში გადაყვანაო. ხომ არ მოვითხოვდი კლინიკაში დაწვენას, უფრო მძიმე პაციენტები უფრო საჭიროებენ კლინიკაში განთავსებას, ვიდრე მე. მერე ავდექი და სახლში ფეხით წავედი. დაახლოებით 4 კილომეტრზე მეტი გავიარე. როცა მივედი სახლში, ვიყავი ძალიან ცუდად. უხერხულია დეტალების მოყოლა. მივხვდი, რომ უფრო მეტად გამირთულდა სუნთქვა, გუშინ განსაკუთრებულად ვერ ვიგრძენი თავი და გადმოვედი ბჭორიშვილის კლინიკაში. საოცარი პერსონალია და ყურადღებას მაქცევენ…“-განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.

ინფიცირებულია 40 ექიმი და 45 ექთანი – კლინიკა „გული“ დაიკეტა

კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ დაიკეტა. "პრაიმტაიმი" ავრცელებს კლინიკის გენერალური დირექტორის ანზორ მელიას განცხადებას, რომელიც აცხადებს,...

კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევიდან 1293 თბილისში გამოვლინდა, 793 – იმერეთში

დღეს დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა-...

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, სულ – 1124

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა,...

საქართველოში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა დადასტურდა,...

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა. გარდაცვლილია ერთი...

არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში–ზურაბ გურული

აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის შეზღუდვების...

მთავრობა ქვეყნის სრული ჩაკეტვისთვის ემზადება. რა ინფორმაცია ვრცელდება არაოფიციალურად

სოციალურ ქსელებში ვრცელდებ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ხვალ სრულ ლოქდაუნს გამოაცხადებს, რომელიც 28...

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაშ სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა არგენტინაში 3 დღიანი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო