კობახიძე: ოპოზიცია დოკუმენტს აღიქვამს მარცხად, შეიძლება, სუბიექტურად ასეც იყოს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ბავშვურ თამაშებს” უწოდებს ნიკა მელიას უარს როგორც გირაოზე, ისე ამნისტიის კანონზე.

„ყველა პარტიამ უნდა იმოქმედოს შეთანხმების შესაბამისად: ეს ამოსავალი წერტილია. დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ითვალისწინებს, ერთი – გირაოს გადახდის უზრუნველყოფას ევროკავშირის მხრიდან. წესით ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ამ გირაოს საფუძველზე, თუმცა ვიცით მისი პოზიცია და ეს ბავშვური თამაშები. მეორე ეს არის, ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა. მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს კანონი იქნება მიღებული იმ დოკუმენტის შესაბამისად, რომელსაც ხელი მოვაწერეთ”,– თქვა კობახიძემ “იმედთან” საუბრისას.

მისივე თქმით, სუბიექტურად, შეიძლება, შარლ მიშელის დოკუმენტი ოპოზიციის მარცხია, თუმცა მათ “სხვანაირად უნდა შეხედონ ყველაფერს”.

“ევროპარლამენტარებისთვის მთავარია, რომ ეს ხელოვნური კრიზისი საბოლოო ჯამში დასრულდეს. რაც შეეხება გზებს, მათ შორის პატიმრებთან მიმართებით, ეს გზები ასახულია დოკუმენტში და ეს არის გირაო და ამნისტიის კანონი. მთავარია ყველა გავყვეთ იმ დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოეწერა. გვესმის, რომ ოპოზიცია ამ დოკუმენტს აღიქვამს საკუთარ მარცხად და ეს შეიძლება სუბიექტურად ასეც იყოს, მაგრამ მათ სხვანაირად უნდა შეხედონ ყველაფერს. ეს არის ქვეყნის გამარჯვება და თუ ვინმეს აინტერესებს ქვეყნის ინტერესები, მათ უნდა იმოქმედონ ამ დოკუმენტის თანახმად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის დასრულებისას.

შეიზღუდოს რუსული არხები! – გიორგი ფხაკაძე

"ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე"– ამის...

საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება – ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი

''საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება ''- ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების...

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა” – პეტრე კოლხი სალომე ზურაბიშვილზე

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”  - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის...

პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით – ISFED

"პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით"- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და...

შაორის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა შაორის ტბაში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. რაჭაში ტრაგედია ცოტახნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

შეზღუდვები უნდა მოიხსნას – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას. მისი თქმით, მინიმალური ვადით...

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები- ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები - 7 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს. აღნიშნულ...

შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მო­დე­ლი და ტელეწამყვანი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ქალიშვილთან ერთად Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. ამის...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...