კოლორადოში გეი კლუბში თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ხუთი ადამიანი მოკლეს შაბათს ღამით აშშ–ში, ჰომოსექსუალთა ღამის კლუბში Club Q, ქალაქ კოლორადო–სპრინგსში, კოლორადოს შტატში. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით დაშავდა კიდევ 18 ადამიანი.

სროლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებში ჩანს უსაფრთხოებისა და სასწრაფო დახმარების მანქანები მოციმციმე შუქებით, რომლებიც  დაწესებულების გარეთ არის გაჩერებული.

პოლიციამ შემთხვევის შესახებ ზარების მიღება ადგილობრივი დროით 23:57 საათიდან დაიწყო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ– თქვა კოლორადოს სპრინგსის პოლიციის ლეიტენანტმა პამელა კასტრომ.

„მათ იპოვეს ერთი ადამიანი, რომელიც, ჩვენი ვარაუდით,  ეჭვმიტანილია“, – თქვა კასტრომ, „ამ დროისთვის ეჭვმიტანილი სამედიცინო დახმარებას გადის, მაგრამ ის დაკავებულია.

კასტრომ არ დააკონკრეტა, შედის თუ არა ეჭვმიტანილი სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვში.

პოლიცია შესაძლო მოტივებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. კოლორადო–სპრინგსის სახანძრო სამსახურის კაპიტანმა მაიკ სმოლდინომ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე 11 სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა.

”ჩვენ აქ ვიქნებით კიდევ მრავალი საათის განმავლობაში”, – თქვა კასტრომ და დასძინა, რომ FBI ადგილზე იმყოფება და პოლიციას დახმარებას უწევს.

Google –ის საძიებობ სისტემაში Club-Q  აღწერაში წერია, რომ ის არის „ზრდასრულებზე ორიენტირებული გეი და ლესბოსელების  ღამის კლუბი, რომელიც მასპინძლობს თემატურ საღამოებს, როგორიცაა კარაოკე, დრაგ შოუები და ცოცხალი დიჯეები“.

ფეისბუქის  გვერდზე, კლუბ Q-ს  განცხადებაში ნათქვამია:

”ჩვენ განადგურებულნი ვართ ჩვენს საზოგადოებაზე უაზრო თავდასხმის გამო… მადლობელი ვართ სწრაფი რეაგირებისთვის ჩვენი გმირი სტუმრების,  რომლებმაც დააკავეს მსროლელი და შეაჩერეს ეს სიძულვილის თავდასხმა“

პესკოვის თქმით, თუ კიევი მოისურვებს, ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს

კრემლის სპიკერი  დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთს შეუძლია ომი უკრაინაში ნებისმიერ დროს დაასრულოს, თუ...

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე – სტანო

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის...

უკრაინაში მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი განაჩენია – ბოკერია

''მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის...

თუ ვინმეს უნდა დახატოს, რომ უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებიან, არის უსინდისო ნაბი*ვარი...

"რუსული თვითმფრინავები გვყავს ჩამოყრილი უკრაინიდან ნაყიდი იარაღით. 2008 წლის ომის დროს, რუსული თვითმფრინავები რაც...

უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? – რომეო ფარულავა

"უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? " - ასე ეხმაურება, უკრაინაში მებრძოლი ქართველი...

თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას – მდინარაძე

"აქ მეორე ძალიან დიდი პრობლემაა, იქ მიმოწერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო რა, არავინ...

პერუს პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტის დათხოვნას აპირებდა დაამხეს და დაიჭირეს

პერუს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ პედრო კასტილიოს მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს...

სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას – იონათამიშვილი

"სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას " - ამის შესახებ...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...