კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ – განათლების მინისტრის მოადგილე

კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დგებუაძემ აღნიშნა, ასევე გაგრძელდება პროექტი „ტელესკოლა“, რომლის ფარგლებშიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით გაკვეთილები უკვე ჩაწერილია.

„სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელებისთვის კომპიუტერების მიწოდება. სკოლები დააორგანიზებენ კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს. გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში პანდემიის გამო სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა პროექტ „ტელესკოლაზე“ და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხრილის მიხედვით პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით უკვე არის ჩაწერილი გაკვეთილები. ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის გაკვეთილები არის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის სახით პრობრამა გავა „პირველი არხი – განათლება“ „ტელესკოლის“ ფარგლებში.

მოსწავლეებს და მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა ხელი შეუწყონ საკუთარ შვილებს გამოიყენონ დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი“, – განაცხადა დგებუაძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ სამინისტრომ შექმნა ელექტრონული ჟურნალიც, რომლითაც სკოლას ექნება შესაძლებლობა მოახდინოს როგორც დასწრების, ასევე აკადემიური მოსწრების აღნიშვნის და შეფასების პროცესი.

ვენახებიდან ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძნის მოპარვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან...

გავჩერდებით მაშინ როცა სომხეთი სრულად გაიყვანს ჯარებს ყარაბაღიდან – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბაქოს სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას,  განაცხადა, რომ საბრძოლო...

არჩევნებამდე ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა, ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! – ბურჯანაძე დავით-გარეჯზე

" არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ, ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ...

სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება – სომხეთის განათლების მინისტრი

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი არაიკ ჰარუთიანიანი მოითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ...

დღე-ღამეში მოწინააღმდეგემ 130 სამხედრო დაკარგა – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეხების ხაზზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ერთ დღე-ღამეში მოწინააღმდეგემ 130 სამხედრო...

თელავში ექიმს COVID-19 დაუდასტურდა

თელავში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიკოსი ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს და მას COVID-19 გეგმიური შემოწმების დროს აღმოაჩნდა. ინფიცირებულს ამ ეტაპზე ვირუსის...

“ლელომ” საარჩევნო სია წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" თბილისში, ეროვნულ მუზეუმში გამართულ პრეზენტაციაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის წევრები...

ადგილი აქვს პოლიტიკური მასკარადის დადგმას – ოქრუაშვილი დავით გარეჯზე

პროკურატურის განცხადების სიმშრალიდან გამომდინარე, მივხვდი მარტივ რამეს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური მასკარადის დადგმას, - ამის...

სხვა სიახლეები

ამერიკული ფეხბურთის ლეგენედამ, ჯო მონტანამ შვილიშვილი გამტაცებლისგან დაიხსნა

აშშ–ს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ლეგენდამ, ჯო მონტანამ და მისმა ცოლმა ჯენიფერმა შაბათს საღამოს მათი შვილიშვილის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. ბოროტმოქმედი მალიბუში მდებარე მათ სახლში შეიპარა და...

ჯანმრთელობა

75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის...

შოუ ბიზნესი

კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება და ესკალაციაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

მთიან ყარაბახში გამწვავებული კონფლიქტი და განახლებული სამხედრო მოქმედებები, უკვე მეორე დღეა ნომერ პირველ თემად იქცა არაერთ მედიასაშუალებაში, მათ შორის დასავლეთში. დღეს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი...

ვიდეო