კორონავირუსი კანზე 9 საათი ძლებს

ახალ კვლევაში, რომელიც 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა, იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სარს-კოვ-2, დაავადება კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსი, ადამიანის კანზე 9 საათი ძლებს. და ეს მაშინ, როცა ინფლუენზას (გრიპის) ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა კანზე საშუალოდ 2 საათი იყო. კვლევაში „ა“ ტიპის ინფლუენზას ვირუსს (IAV) აკვირდებოდნენ.

აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ახალი კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე, როგორიცაა მაგალითად უჟანგავი მეტალი, ან პლასტმასა, 8-ჯერ მეტი გამძლეობით გამოირჩეოდა, ვიდრე გრიპის ვირუსი. ადამიანის კანზე კი მისი სტაბილურობა ჯერ დაზუსტებული არ იყო.

ამგვარი გამძლეობა ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკებს კონტაქტით კიდევ უფრო ზრდის, რაც პანდემიასთან ბრძოლას ართულებს. თუმცა, ყველაზე კარგი სიახლე ამ ყველაფერში ის არის, რომ იაპონელი მეცნიერების თქმით, ვირუსის სარს-კოვ-2 განეიტრალება ადამიანის კანზე, სულ 15 წამში ხდება, 80%-იანი ეთილის სპირტით.

შესაბამისად, ადეკვატური ჰიგიენა გავრცელების რისკებს სწრაფად და ეფექტურად ამცირებს. საუბარია ხელის ხშირი დაბანაზე და სადეზინფექციო საშუალებების რაციონალურ მოხმარებაზე.

იაპონელ მეცნიერთა ნაშრომი 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების ჟურნალში „კლინიკური ინფექციური დაავადებები“. მისი დეტალურად გაცნობა შეიძლება „ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესის“ მეშვეობით. კვლევის წამყვანი ავტორები არიან რიოჰი ჰიროში და ჰიროში იკეგაია.

ცოლი და შვილები დააბეს – წალკაში ახალ ზელანდიელების ოჯახი დააყაჩაღეს

წალკაში ახალ ზელანდიელების ოჯახი დააყაჩაღეს . ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე დავით კიზირია წერს....

“ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან…“–ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური, რომელიც მასთან ერთად გერმანიის კლინიკაში იმყოფება ფეისბუქზე ქმრის ჯანმრთელობის...

ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში, სადაც ბანკებს ასე ძარცვავენ – გიორგი ვაშაძე

შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი...

ბიჭებმაც და გოგოებმაც ექვსთვიანი სამხედრო მომზადების კურსები უნდა გაიარონ – ბადრი ჯაფარიძე

ბიჭებმაც და გოგოებმაც ექვსთვიანი სამხედრო მომზადების კურსები უნდა გაიარონ - ამის შესახებ, საბურთალოზე "ლელოს...

არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ -სააკაშვილი ხელისუფლებაზე

"არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ" - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ...

არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან, ბიზნესში ჩართვას აპირებდა – ავჭალაში მოკლულის ოჯახის ადვოკატი

"არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან, ბიზნესში ჩართვას აპირებდა"- ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი...

100-ზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი – სუს-ისა და შსს-ს წინასაარჩევნო გეგმა

100-ზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი. ხელმძღვანელობისგან მათ მიღებული აქვთ დირექტივები, რომ...

10 მილიონი, რომ მოეთხოვათ იმასაც მივცემდითო, მიდით ძარცვეთ აუპატიურეთ – სააკაშვილი

"პოლიციის მინისტრი ამბობს, 10 მილიონი, რომ მოეთხოვათ იმასაც მივცემდითო, მიდით ძარცვეთ აუპატიურეთ  "-საქართველოს მესამე...

სხვა სიახლეები

“მეგობრის შვილს დაუდგინდა კოვიდი.ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ ვერაფრით დაგეხმარებიო”-ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მისი მეგობრის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა, თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ექიმები ყურადღებას არ აქცევენ: “ჩემი მეგობრის შვილს, დაუდგინდა კოვიდი.გადაყვანილი ყავთ...

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა ადამიანის თავში დღემდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: მათ ადამიანის თავში დამალული ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან გავს სანერწყვე ჯირკვლების ნაკრებს. აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის ორგანიზმის აგებულება დეტალურად იყო...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო