კრეისერ “მოსკოვზე“ შეტევა უკრაინელებმა აშშ–ს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით მიიტანეს–ამერიკული მედია

Maxar Technologies–ს მიერ აპრილში გადაღებული თანამგზავრული ფოტო, რომელზეც ჩანს ხომალდ “მოსკოვის“ სევასტოპოლის პორტში.

უკრაინულმა რაკეტებმა შეტევა რუსულ კრეისერ “მოსკოვზე“ ამერიკელების სადაზვერვო მონაცემების წყალობით მიიტანეს. ამის შესახებ ამერიკული მედია საუბრობს. ტელეარხ ენბისი–ს კვალდაკვალ ამ თემაზე დაწერეს  Washington Post–მა  და New York Times–მა. ყველა მათგანი აშშ–ს ანონიმ ჩინოვნიკებს ეყრდნობა.

სხვადასხვა შეფასებებით “მოსკოვის“ ეკიპაჟის რაოდენობა 416–დან 680 ადამიანამდე იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ შორის იყვნენ წვევამდელი მატროსები. ამერიკული წყაროები ადასტურებენ უკრაინულ ვერსიას იმის შესახებ, რომ ხომალდს 13 აპრილს ორი უკრაინული რაკეტა ნეპტუნი მოხვდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა და ბოლოს ჩაიძირა. რუსეთის მხრიდან მსხვერპლის რაოდენობას ამერიელი ჩინოვნიკები არ ასახელებენ და მხოლოდ ამბობენ, რომ ის ძალიან დიდი იყო.

მოვლენების განვითარების რუსული ვერსია თავიდანვე იწვევდა და ახლაც იწვევს ბევრ კითხვას: 13 აპრილს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანზე ხანძარი გაჩნდა, რომელმაც საბრძოლო მასალის დეტონაცია გამოიწვია. მეორე დღეს მათ განაცხადეს, რომ ხომალდი სევასტოპოლში ბუქსირებისას ჩაიძირა. მხოლოდ 22 აპრილს განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომ ამ ხანძრის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა და კიდევ 27 უგზოუკვლოდ დაიკარგა. მას შემდეგ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკარგულები ცოცხლები ან მკვდრები იპოვნეს, აღარ გავრცელებულა. რუსეთის ხელისუფლებას ასევე არცერთხელ არ აუხსნია “ხანძრის“ მიზეზები, რომელმაც მათი ვერსიით ხომალდის ჩაძირვა გამოიწვია.

ამერიკული წყაროების ინფორმაციით უკრაინელებმა კრეისერის მიმართულებით რაკეტების გაშვებამდე ჯერ ამერიკელებს მის შესახებ ინფორმაცია თხოვეს. სწორედ აშშ დაეხმარა მათ კრეისერის ამოცნობაში და მისი ადგილმდებარეობის დადგენაში დამიზნებისთვის.

ამერიკული წყაროები ამბობენ, რომ მონაწილეობა არ მიუღიათ თავად “მოსკოვზე“ შეტევაში – ის თავად უკრაინელმა სამხედროებმა განახორციელეს. ცნობილია, რომ ამერიკული დაზვერვა უკრაინულ ძალებს რეგულარულად აწვდის ინფორმაცის რუსული ხომალდების გადაადგილების შესახებ.

“ჩვენ არ მიგვიწოდებია უკრაინისთვის Москва-ს შესახებ დამიზნებისთვის საჭირო ინფორმაცია. ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა გემზე დარტყმასთან დაკავშირებით უკრაინელების გადაწყვეტილებაში ან იმ ოპერაციაში, რომელიც მათ ჩაატარეს”. – თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ.

გუშინ  New York Times ასევე ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკული სადაზვერვო მონაცემების წყალობით უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს უჩვეულოდ დიდი რაოდენობით რუსული არმიის მეთაურების მოკვლა. მათ შორის გამოცემა ცალკე აღნიშნავდა, რომ იმ სამეთაურო პუნქტზე თავდასხმა, სადაც მანამდე გენშტაბის უფროსი, გერასიმოვი იმყოფებოდა, სწორედ ამერიკული სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა.

აშშ–ს ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში ამ პუბლიკაციას უპასუხისმგებლო უწოდეს, პენტაგონში კი თქვეს, რომ არავითარი მონაცემებს, რომლებიც უკრაინას ინდივიდუალურად რუს მეთაურებზე შეტევის საშუალებას მისცემდა, უკრაინელებს არ აწვდიან– ციტირებს პენტაგონის პრეს მდივანს, ჯონ კირბის სააგენტო ფრანს პრესი.

რაც შეეხება კრეისერ “მოსკოვს“, ჯერ კიდევ 21 აპრილს გამოცემა The London Times წერდა, რომ შავ ზღვაში,მანამ, სანამ რუსული შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი გემი, “МОСКВА“ აფეთქდებოდა, შავ ზღვაში აშშ–ს მზვერავი თვითმფრინავი პატრულირებდა. გამოცემის ცნობით თვითმფრინავი შავ ზღვაში გემის აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოჩნდა. ბოინგი P8 Poseidon “МОСКВА“–დან ასი მილის დაშორებით იყო იმ დღეს, როცა კრეისერმა კატასტროფული დაზიანება მიიღო.

ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია რუსული ჯარების სრულად გაყვანამდე – პოდოლიაკი

"ნუ შემოგთავაზებთ ცეცხლის შეწყვეტას - ეს შეუძლებელია რუსული ჯარების სრული გაყვანის გარეშე. უკრაინული საზოგადოება...

უკრაინამ კურსკის ოლქის დასახლება დაბომბა, არის მსხვერპლი – რუსეთი

კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამტკიცებს, რომ გამთენიისას უკრაინამ დაბობმა რუსეთ-უკრაინის საზღვართან მდებარე დასახლება...

აზოვსტალი უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა დატოვა – პუშილინი

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანა უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა...

აბაშიძეს საკმაოდ ხშირად ვუკავშირდები – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ხშირი კომუნიკაცია აქვს...

გერმანია ყოფილ კანცლერს რუსეთთან ურთიერთობის გამო ოფიციალურ პრივილეგიებს ჩამოართმევს

გერმანიის სამი მმართველი პარტია გეგმავს ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს ჩამოართვას ოფიციალური პრივილეგიები და შტატის...

რუსეთი მეთაურებს ათავისუფლებს, ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო კვირებში რუსეთმა გაათავისუფლა უფროსი მეთაურები, რომლებიც ცუდად ასრულებდნენ უკრაინაში...

რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 85-ე დღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან 85...

ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთთან შერიგების პირობები დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა...

უსახლკარო მილიარდერი– აბრამოვიჩს სახლი პორტუგალიაშიც დაუპატიმრეს

პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სახლი დააპატიმრა, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამის შესახებ გაზეთი Público წერს. სახლი ალგრავის რეგიონში, ქალაქ კინტა–დუ–ლაგუში, პორტუგალიის სამხრეთით...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...