ლიბერალური ინტერნაციონალის პრეზიდენტი ღარიბაშვილს ოპოზიციასთან მოლაპარაკებისა და ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლეთიდან პირველი ღია წერილი მიიღო:  ერთ ერთი ევროპული პარტია ალდე -ს, იგივე დემოკარატებისა და ლიბერალების ალიანსის პრეზიდენტი, ამავე დროს ევროპის ლიბერალური ინტერნაციონალის პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფელბას უარი თქვას ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრებაზე და მოამზადოს მოლაპარაკებები რიგგარეშე არჩევნებისთვის.

“პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა გასულ პარასკევს ნათელი დადასტურებაა, რომ პოსტ საარჩევნო კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა საქართველოში ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე. შემდგომი ნაბიჯები მოითხოვს შეთანხმებას და პოლიტიკური ჩიხის დასრულებას და არა სადამსჯელო ქმედებებს ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.

მე ვარ ლიბერალი და მე ვარ პრო–ქართველი.

როგორც ლიბერალური ინტერნაციონალის საპატიო პრეზიდენტი და პარტია ლიბერალ–დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის პრეზიდენტი, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინენტს ჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო. საქართველო, სადაც განსხვავებული აზრი ისმის და პოლიტიკური განსხვავებულობების გარჩევის ადგილი პარლამენტია და არა სასამართლო, რომელიც ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებით არის დაკავებული.

ახლა უკვე დეესკალაციის და დიალოგის დროა  და არა  შემდგომი ბრალდებების.

ევროპის ლიბერალური საბჭოს პრეზიდენტის, ჩარლზ მიშელის ვიზიტის წინ, მომავალ კვირას, მოვუწოდებ ქართულ ოცნებას განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და ერთობლივად იმუშაოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად.“–ნათქვამია ღია წერილში.

პრაქტიკულად გათავისუფლებულია, ხვალვე შეუძლია ციხიდან გამოვიდეს-მდინარაძე მელიაზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ხვალვე გამოვიდეს ციხიდან....

გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა, ვაშაძეს ხმა არ ამოუღია – მელია

ციხეში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს...

საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია – სალომე ზურაბიშვილი

"საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია "- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული...

არსებობდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე – შსს ენმ-ს ოფისიდან სერვერების წაღებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც 23 თებერვალს ოფისიდან ამოღებული...

ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო – ბოკერია დავით ბერძენიშვილს პასუხობს

მე ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო,“- ასე  პასუხობს „ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „რესპუბლიკური...

კარგი შვილები გვყავს, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს და დაარბევენ უმოწყალოდ, გავიწიოთ გვერდზე –...

„კარგი შვილები გვყავს, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს და დაარბევენ უმოწყალოდ, გავიწიოთ გვერდზე“, – ამის...

ენმ-ის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

"ნაციონალური მოძრაობის ოფისში" ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ისინი განიხილავენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც...

“რუსეთის ერთ-ერთ მეზობელთან დემოკრატია ზღვარზეა და პუტინი კმაყოფილია” – The Washington Post-ი საქართველოზე სტატიას...

"რუსეთის ერთ-ერთ მეზობელთან დემოკრატია ზღვარზეა და პუტინი კმაყოფილია" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, ცნობილი...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო